Baby Bag

„3 წლის ასაკისთვის უფრო თამამად შეგვიძლია მივცეთ ბავშვს შოკოლადი,“- პედიატრი ია გოგებაშვილი

„3 წლის ასაკისთვის უფრო თამამად შეგვიძლია მივცეთ ბავშვს შოკოლადი,“- პედიატრი ია გოგებაშვილი

პედიატრმა ია გოგებაშვილმა ბავშვის კვებაში შოკოლადის როლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადრეულ ასაკში მისი მიცემა პატარებისთვის არ შეიძლება:

​ის, რომ შოკოლადი კარგია ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის, არ ნიშნავს იმას, რომ შვიდი თვის ასაკში უნდა მივაწოდოთ მას. შოკოლადი არის გლუკოზის წყარო. გონებრივი განვითარებისთვის გლუკოზა კარგია. თავის ტვინი, მით უმეტეს, განვითარებადი ორგანიზმის თავის ტვინი დღე-ღამეში უწყვეტლივ მოიხმარს გლუკოზას. ამბობენ, რომ თავის ტვინი წუთში 100 მილიგრამ გლუკოზას მოიხმარს. თავის ტვინისთვის ენერგიის ყველაზე დიდი წყარო არის სწორედ გლუკოზა.“

„მარწყვის სიკეთის არ იყოს, პირველივე სეზონზე მოდის შეკითხვები: „მარწყვი რომ მივცე, რა მოხდება?!" მარწყვი ორ წლამდე საერთოდ არ არის სასურველი. შოკოლადი 3 წლის ასაკისთვის უფრო თამამად შეიძლება, შეგვიძლია მივცეთ 2-დან 3 წლამდე. ეს უნდა იყოს შავი შოკოლადი. კაკაოს შემცველი პროდუქტები კალცის ათვისებას და ძვლოვან სისტემაში გადანაცვლებას აფერხებს და ხელს უშლის,“- აღნიშნულ საკითხზე ია გოგებაშვილმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შუადღე GDS” ისაუბრა.

წყარო: ​„შუადღე GDS”

„არ შეიძლება, რომ ბავშვთა ასაკში წახალისების სახით ტკბილეული იყოს გამოყენებული,“ - ლაშა უჩ...
​ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ ბავშვის ჯანსაღ წონასა და ჯანსაღ კვებაზე ზრუნვის მნიშვნელობაზე ისაუბრა:„მუცლადყოფნის პერიოდში დედამ უნდა დაიწყოს ზრუნვა ბავშვის ნორმალურ ჩამოყალიბებაზე. ჭარბი წონით დაბადებუ...

შეიძლება დაინტერესდეთ

„კარგი ექიმი ის კი არ არის, ვინც 8-10 წამალს გინიშნავთ რაღაც ერთი დაავადებისთვის, არამედ ის, ვინც გინიშნავთ რამდენიმეს, მაგრამ ძალიან ეფექტურს!“

„კარგი ექიმი ის კი არ არის, ვინც 8-10 წამალს გინიშნავთ რაღაც ერთი დაავადებისთვის, არამედ ის, ვინც გინიშნავთ რამდენიმეს, მაგრამ ძალიან ეფექტურს!“

ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში მედიკოსების მიერ ბევრი წამლის დანიშვნის შესახებ წერს.              

„გული მიკვდება, როდესაც პაციენტს ზღვა რაოდენობით წამალს უნიშნავენ. კარგი ექიმი ის კი არ არის, ვინც 8-10 წამალს გინიშნავთ რაღაც ერთი დაავადებისთვის, არამედ ის, ვინც გინიშნავთ რამდენიმეს, მაგრამ ძალიან ეფექტურს! 

არ უნდა გავწიროთ პაციენტები იმდენი მედიკამენტით, რომ მიღებული წამლების რაოდენობამ ვახშმის ფუნქცია შეითავსოს.

ჯერ ერთი, ასე პაციენტი ფინანსურად ზარალდება და მეორეც, წამლების ამ რაოდენობისგან და წამლებს შორის რეაქციისაგან პაციენტი კიდევ უფრო მძიმდება“, - წერს გიორგი ღოღობერიძე.

წაიკითხეთ სრულად