Baby Bag

რა უნდა იცოდეს მშობელმა ლაქტოზის აუტანლობაზე?

რა უნდა იცოდეს მშობელმა ლაქტოზის აუტანლობაზე?

გაზები, დიარეა, შებერილი მუცელი, მუცლის სპაზმები და ტკივილი, მუცლის ბუყბუყი, გულისრევის შეგრძნება. ყველა ეს სიმპტომი ხშირად ლაქტოზის აუტანლობის მაჩვენებელია. თუ მოზრდილ ასაკში ლაქტოზის აუტანლობა დისკომფორტით შეიძლება შემოიფარგლოს ბავშვთა ასაკში მისი ერთ ერთი გართულება სხვა სიმპტომებთან ერთად წონაში ჩამორჩენაა.

რა უნდა ვიცოდეთ ლაქტოზის აუტანლობაზე ?

ლაქტოზის აუტანლობა შაქარ ლაქტოზას მონელების შეუძლებლობაა და გამოწვეულია მომნელებელი ფერმენტის–ლაქტაზის დეფიციტით. ლაქტაზა, ლაქტოზას შლის ორ კომპონენტად, გლუკოზად და გალაქტოზად. ეს მარტივი შაქრები შემდგომში ნაწლავის კედლიდან სისხლში მარტივად შეიწოვება, მაგრამ თუ ლაქტაზის დეფიციტი გვაქვს, ვერც ლაქტოზის დაშლა ხდება და შესაბამისად ვერც შეწოვა. შედეგად, ლაქტოზის მაღალი კონცენტრაცია აკავებს სითხეს წვრილ ნაწლავში და იწვევს დიარეას. მოუნელებელი ლაქტოზა, გადადის მსხვილ ნაწლავში, სადაც ის ბაქტერიის მიერ ფერმენტიზაციას ექვემდებარება და მეტეორიზმს და განავლის მომატებულ მჟავიანობას იწვევს.

ვის შეუძლია ყველაზე კარგად ლაქტოზის მონელება?

ლაქტაზის დონე ყველაზე მაღალი ჩვილებშია, ასაკის მატებასთან ერთად მისი დონე თანდათანობით მცირდება. ეს ახალშობილებს რძის მონელების საშუალებას აძლევს. თუმცა, უმეტეს ეთნიკურ ჯგუფში ( მათ შორის აზიელების თითქმის 100%) ლაქტაზის დონე ძუძუთი კვების შეწყვეტასთან ერთად იკლებს. ლაქტაზის დონის კლების გამო ამ ეთნიკურ ჯგუფში შემავალ ბავშვებსა და მოზრდილებს დიდი რაოდენობით ლაქტოზის მონელება არ შეუძლიათ. მაშინ, როცა ჩრდილო-დასავლელი ევროპელი თეთრკანიანების 80-85% ლაქტაზას მთელი სიცოცხლის მანძილზე გამოიმუშავებენ და რძის და რძის პროდუქტების მონელება მოზრდილ ასაკშიც შეუძლიათ, მსოფლიო მოსახლეობის 75%-ზე მეტისთვის " ლაქტოზის აუტანლობა" ჩვეულებრივი მდგომარეობაა.

ჰგავს თუ არა „ ლაქტოზის აუტანლობა“ სხვა დაავადებებს?

რათქმაუნდა ლაქტოზის აუტანლობის სიმპტომები სხვა დაავადებებს შეიძლება ჰგავდეს, მაგალითად გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს, რძის ცილის აუტანლობას ან ალერგიას. ამიტომ აუცილებელია დიფერენცირება ექიმმა სპეციალისტმა გააკეთოს დ არ მივმართოთ თვითმკურნალობას. განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში და ჩვილებში. მით უმეტეს, რომ ლაქტოზის აუტანლობა, ახალგაზრდებში შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა ინფექციამ, რომლის მკურნალობის შემდეგ სიმპტომები ქრება. მოზრდილ ასაკში გამოვლენილი შემთხვევები კი ძირითადად გენეტიკური მემკვიდრეობითია და ცხოვრების ბოლომდე გრძელდება.

რა გართულებები მოყვება ლაქტოზის აუტანლობას?

ლაქტოზას შეიცავს რძე და ყველა რძის პროდუქტი, თუმცა ყველაზე გამოკვეთილი საპასუხო რეაქცია, ლაქტოზის აუტანლობისას სწორედ რძის მიღებისას ვითარდება.

რძე და რძის პროდუქტები ჯანმრთელი კვების ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს, ცილებს, A, B12 და D ვიტამინებს. ეს ნუტრიენტები აუცილებელი კომპონენტია ჯანმრთელი ძვლების განვითარებისა და შენარჩუნებისათვის, განსაკუთრებით კი ბავშვთა ასაკში. თუ ორგანიზმში საჭირო რაოდენობით მინერალების და ვიტამინების შეწოვა არ ხდება მივიღებთ ისეთ პრობლემას, როგორიც წონაში კლება და ორგანიზმის გამოფიტვაა. რაც თავის მხრივ ისეთ პრობლემებს გამოიწვევს, როგორებიცაა: ოსტეოპენია , ოსტეპოროზი, მალნუტრიცია. გარდა ძვლების ადვილად მსხვრევადობისა ამ დროს რთულად ხორცდება ჭრილობები, პაციენტებს აღენიშნებათ დაღლილობა და დეპრესია...

მკურნალობა და გამოსავალი ლაქტოზის აუტანლობისას:

ლაქტოზის აუტანლობას დიდი დროის განმავლობაში სხვადასხვა მეთოდებით ებრძოდა მედიცინა. მათ შორის საკვებიდან რძის და მისი შემცველი პროდუქტების ნაწილობრივ ან სრული ამოღებითაც კი. თუმცა ჩვენ უკვე ვიცით რა შედეგები მოყვება ამ პროდუქტებზე უარის თქმას. დახვეწილი ტექნოლოგიების ერაში დღეს, ქართულ ბაზარზე გვაქვს ადგილობრივი, ქართული ულაქტოზო რძე, რომელიც სრულად აკმაყოფილებს კალციუმზე, კალიუმზე და სხვა მინერალებზე დღიური მოთხოვნილების ნორმებს, ისე, რომ არ იწვევს ზემოთჩამოთვლილ გვერდით ეფექტებს. რაც მთავარია რძე მიიღება უახლესი ტექნოლოგიით ისე, რომ რძის შემადგენლობაში გაუვნებელყოფილებელია მხოლოდ ლაქტოზა და სრულად შენარჩუნებული ყველა კვებითი ღირებულება.

R.