„თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, ფაფები გამოიყენება ოთხი თვის ასაკიდან. მე ვამჯობინებ წყალზე დამზადებულ ფაფებს, იმიტომ, რომ ალერგიის ეპოქაა. მით უმეტეს, ძროხის რძეზე დამზადებული ფაფა კატეგორიულად არ შეიძლება, იმიტომ, რომ ძროხის რძე შეიცავს ცილას, კაზეინს, რომელიც ძალიან რთულად მოინელება.“
„მშობლებს ხშირად ვეუბნები ხოლმე, როდესაც მისვამენ კითხვას: რატომ არა ძროხის რძე?! გასინჯეთ თვითონ ძროხის რძე და ნახავთ, როგორი დისკომფორტია, თუნდაც მეტეორიზმის თვალსაზრისით, არის გაზების დაგროვება, რომელიც ბავშვებს საშინელ დისკომფორტს უქმნის. ის ურთულესი ცილა კაზეინი, რომელსაც ტრანფორმირება სჭირდება ძალიან რთულად მუშავდება. ფაფების რძესთან ერთად მიცემა უფრო ართულებს ამ საკვების სტრუქტურას, რთულად შეწოვადი და მოსანელებელი ხდება, ის ხშირ შემთხვევაში ალერგიასაც იწვევს,“- აღნიშნულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა.
წყარო: „პულსი“
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge
-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)