„სტრესი და უძილობაც იწვევს დიდ ჰორმონალურ დარღვევებს, რის გამოც პაციენტი ვერ იკლებს წონაში. შესაძლოა, ის არ ჭამდეს დიდი რაოდენობით საკვებს, მაგრამ წონაში კლება მაინც არ ხდება. იმიტომ, რომ მას ორგანიზმში რაღაც პათოლოგია აქვს, წონის კლება ვერ ხდება. ეს პრობლემა ექიმის გარეშე არ მოგვარდება. თუ თვლით, რომ საკვებს დიდი რაოდენობით არ იღებთ და წონაში მაინც ვერ იკლებთ, აუცილებლად უნდა მიხვიდეთ ექიმთან.“
თამარ მიქაშავიძის თქმით, მონოდიეტები აბსურდულია და ეფექტიანი არ არის:
„მონოდიეტები, მხოლოდ წიწიბურაზე, მაწონზე ყოფნა არის აბსურდული დიეტა. დიეტა ნიშანვს მხოლოდ სწორ კვებას. დიეტა არ არის ეფექტიანი. კვებებს შორის პანკრეასი უნდა დავასვენოთ საჭმლისგან. დაბალკალორიული დიეტა, რა თქმა უნდა წონის კლებას იწვევს, მაგრამ არაჯანსაღად.“
„როდესაც წონის კლება გვინდა, ნახშირწყლები უნდა იყოს დღის პირველ ნახევარში. საღამოს კვებაში უნდა იყოს ბოსტნეული და ცილა. ნახშირწყლები პირველ სამ კვებაზე უნდა გადანაწილდეს. საღამო უნდა იყოს ძალიან მსუბუქი. ეს არის ცილა და ბოსტნეული. ცოცხალი ბოსტნეული გაცილებით ჯანსაღია, ვიდრე დამუშავებული,“- აღნიშნულ საკითხზე თამარ მიქაშავიძემ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.
წყარო: რადიო „იმედი“