ცნობილმა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ოჯახური კრიზისების გადალახვისა და ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში ჰარმონიის შენარჩუნების საკუთარი გამოცდილება გაგვაცნო. მისი თქმით, ურთიერთობაში დომინანტი ქალია და მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული:
მარიამ კუბლაშვილის თქმით, ის მეუღლესთან კონფლიქტში შესვლისგან თავს იკავებს და მოთმინებით გამოირჩევა:
„ლევანი ჩხუბობს, რაღაცის გამო არის ცუდ ხასიათზე. სხვა საკითხთან დაკავშირებით ჩხუბობს, მაგრამ მისი ეს უკმაყოფილება წამოვიდა სხვა ფაქტორიდან. ვფიქრობ, რომ მამაკაცების ჩონჩხი ერთია და სხვადასხვანაირი ხასიათები აქვთ. არის ის ძირითადი ხასიათები, რომელიც ყველა მამაკაცს ერთი აქვს. როდესაც არის ცუდ ხასიათზე, ამ დროს მე საერთოდ არ ვცემ პასუხს. მოთმინების უნარი გამოვიმუშავე."
„რა დონის აფექტურ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს, პასუხს არ ვცემ. ვარ ძალიან მორჩილი. ამ დროს ყველანაირად ამოიღებს სათქმელს. მე გარკვეული დროის მერე რაც მისგან მოვისმინე არასასიამოვნო, ამის შესახებ ვეტყვი. მამაკაცებს სირთულეები არ უყვართ. განწყობა უნდა იყოს მაქსიმალურად პოზიტიური,“ - აღნიშნულ საკითხზე მარიამ კუბლაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
როგორ გადაარჩინა 9 აპრილს კახი კავსაძემ ათასობით ადამიანის სიცოცხლე? - ცნობილი მსახიობის გმირობის ამბავი
რეჟისორ ნანა ჯანელიძის ფილმში „ნეტავი იქ თეატრი არის?!“ კახი კავსაძის გმირობის ამბავია ასახული. ბევრმა არ იცის, რომ ცნობილმა მსახიობმა 1989 წლის 9 აპრილს ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
„მაშინ მე ჭიშკარი გავაღებინე. ხალხის ეს უზარმაზარი ტალღა თეატრში შემოვუშვი. ზოგს თავი ჰქონდა გაჩეხილი, ზოგს ხელი ჰქონდა ნაღრძობი. უმრავლესობა უფეხსაცმლოდ მორბოდა, ტანსახმელშემოხეული,“- იხსენებდა კახი კავსაძე.
„რუსთაველის თეატრში ამ დროს შემოვიდა ათასობით ადამიანი. ძალიან ბევრი გადაარჩინა რუსთაველის თეატრმა. ბატონმა კახიმ ჩაკეტა კარები და რუსი სამხედროები რომ მოვიდნენ, მან უთხრა, რომ ეს არის თეატრის შენობა, აქ არავინ არ არის. გაჭრა მისმა და თეატრის სახელმა,“ - კახი კავსაძის გმირობის ამბავი მაყურებელს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „უიქენდი“ გააცნეს.