ცნობილმა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ოჯახური კრიზისების გადალახვისა და ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში ჰარმონიის შენარჩუნების საკუთარი გამოცდილება გაგვაცნო. მისი თქმით, ურთიერთობაში დომინანტი ქალია და მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული:
მარიამ კუბლაშვილის თქმით, ის მეუღლესთან კონფლიქტში შესვლისგან თავს იკავებს და მოთმინებით გამოირჩევა:
„ლევანი ჩხუბობს, რაღაცის გამო არის ცუდ ხასიათზე. სხვა საკითხთან დაკავშირებით ჩხუბობს, მაგრამ მისი ეს უკმაყოფილება წამოვიდა სხვა ფაქტორიდან. ვფიქრობ, რომ მამაკაცების ჩონჩხი ერთია და სხვადასხვანაირი ხასიათები აქვთ. არის ის ძირითადი ხასიათები, რომელიც ყველა მამაკაცს ერთი აქვს. როდესაც არის ცუდ ხასიათზე, ამ დროს მე საერთოდ არ ვცემ პასუხს. მოთმინების უნარი გამოვიმუშავე."
„რა დონის აფექტურ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს, პასუხს არ ვცემ. ვარ ძალიან მორჩილი. ამ დროს ყველანაირად ამოიღებს სათქმელს. მე გარკვეული დროის მერე რაც მისგან მოვისმინე არასასიამოვნო, ამის შესახებ ვეტყვი. მამაკაცებს სირთულეები არ უყვართ. განწყობა უნდა იყოს მაქსიმალურად პოზიტიური,“ - აღნიშნულ საკითხზე მარიამ კუბლაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
ბავშვის ტვინის ჯანმრთელობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტების ათეული - მარი მალაზონიას რეკომენდაცია
ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ ბავშვის ტვინის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროდუქტები დაასახელა:
„თავის ტვინის ჯანმრთელობაზე შეიძლება კვების ჭრილშიც ვისაუბროთ. ბავშვის ტვინის ჯანმრთელობის გააზრების შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა მწყობრად დალაგებული საკვები ჯგუფები და ნივთიერებები. რასაკვირველია, ამ ჩამონათვალში ცილა არის პირველი. წარმოუდგენელია ტვინის ფუნქცია ცილის მონაწილეობის გარეშე. ნახშირწყალი, როგორც წესი არის ხოლმე გალანძღული. თუ რამის უარყოფა უნდა მოხდეს საკვები ნივთიერებებიდან, უარყოფენ ხოლმე ნახშირწყალს. ნახშირწყალი არის მთავარი საწვავი. უბრალოდ არჩევანი უნდა გავაკეთოთ, რომელი ნახშირწყალი უნდა იყოს უპირატესად ბავშვის რაციონში. კვებაში ცხიმების, განსაკუთრებით ომეგა 3-ის და ცხიმოვან ცვლაში მონაწილე ისეთი კომპონენტის ჩართულობა, როგორიც არის ქოლინი უმნიშვნელოვანესია თავის ტვინისთვის.
A ვიტამინი, B ჯგუფის ვიტამინები, C, D ვიტამინები, რკინა, თუთია, სპილენძი, იოდი და სელენი - რატომ არის ეს ყველაფერი ასე მნიშვნელოვანი? 2019 წელს გამოქვეყნდა მეტაანალიზი, რომელმაც აჩვენა, რომ ბავშვის თავის ტვინის ფუნქციაზე ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნებისმიერი პროდუქტი, რომელსაც მივაწოდებთ. განსაკუთრებით ნაჯერი ცხიმები, ცხოველური წარმოშობის ცხიმები, ტექნოლოგიურად მიღებული ცხიმები და ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლები, შაქრები, შეიძლება გახდეს ჰიპერაქტივობის სინდრომისა და ყურადღების დეფიციტის სინდრომის წინაპირობა.
წყალთან ერთად ბავშვის ტვინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტების ათეულს დავასახელებ. ეს არის კვერცხი, პარკოსნები, თხილეული, მარცვლეული-ბურღულეული, ხილ-ბოსტნეული, თევზი, ნაკლებადცხიმიანი წითელი ხორცი, კაკაო, შოკოლადი (3 წლის შემდეგ), ფერმენტირებული რძის პროდუქტი (მაწონი, იოგურტი). ეს 10 ძირითადი პროდუქტი ბავშვის კვების ყოველდღიურ რაციონში უნდა იყოს გათვალისწინებული,“- აღნიშნულ საკითხზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.