ცნობილმა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ოჯახური კრიზისების გადალახვისა და ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში ჰარმონიის შენარჩუნების საკუთარი გამოცდილება გაგვაცნო. მისი თქმით, ურთიერთობაში დომინანტი ქალია და მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული:
მარიამ კუბლაშვილის თქმით, ის მეუღლესთან კონფლიქტში შესვლისგან თავს იკავებს და მოთმინებით გამოირჩევა:
„ლევანი ჩხუბობს, რაღაცის გამო არის ცუდ ხასიათზე. სხვა საკითხთან დაკავშირებით ჩხუბობს, მაგრამ მისი ეს უკმაყოფილება წამოვიდა სხვა ფაქტორიდან. ვფიქრობ, რომ მამაკაცების ჩონჩხი ერთია და სხვადასხვანაირი ხასიათები აქვთ. არის ის ძირითადი ხასიათები, რომელიც ყველა მამაკაცს ერთი აქვს. როდესაც არის ცუდ ხასიათზე, ამ დროს მე საერთოდ არ ვცემ პასუხს. მოთმინების უნარი გამოვიმუშავე."
„რა დონის აფექტურ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს, პასუხს არ ვცემ. ვარ ძალიან მორჩილი. ამ დროს ყველანაირად ამოიღებს სათქმელს. მე გარკვეული დროის მერე რაც მისგან მოვისმინე არასასიამოვნო, ამის შესახებ ვეტყვი. მამაკაცებს სირთულეები არ უყვართ. განწყობა უნდა იყოს მაქსიმალურად პოზიტიური,“ - აღნიშნულ საკითხზე მარიამ კუბლაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„მედიკამენტები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გქონდეთ ღიად მაგიდაზე დატოვებული იმ სივრცეში, სადაც სადილი მზადდება,“ - მარი მალაზონია
ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ მედიკამენტების სწორად შენახვის წესების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ წამლების ღიად, მაგიდაზე შენახვა შეცდომაა:
„რატომ არ შეიძლება, რომ ღიად, მაგიდაზე გვეწყოს აბები, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ? მე მესმის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს მოსახერხებელია, მაგალითად, თუ გვავიწყდება წამლის გამოღება იმ კარადიდან, სადაც უნდა ინახებოდეს ეს წამლები. ამისთვის შეიძლება პატარა კონტეინერი გქონდეთ, ან პატარა ჭურჭელი, რომელშიც იქნება მინიშნებები. შესაძლოა, გქონდეთ ფურცელში გადახვეული, წინასწარ გამზადებული, მოჭრილი დოზები, როგორც კერძს გადავანაწილებდით, ასე ულუფებად გადანაწილებული.“
მარი მალაზონიას თქმით, როდესაც მედიკამენტებს სამზარეულოს მაგიდაზე ვტოვებთ, მისი შენახვის პირობებს ვერ ვიცავთ:
„მედიკამენტები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გქონდეთ ღიად მაგიდაზე დატოვებული იმ სივრცეში, სადაც სადილი მზადდება, სადაც ჩაიდანს ვადუღებთ. თუ თქვენს სამკურნალო საშუალებას არ აქვს საგანგებო მითითება: „შეინახეთ აუცილებლად მაცივარში,“ ყველა დანარჩენ შემთხვევაში მედიკამენტს აქვს მითითება, რომ შეინახოთ ბნელ და გრილ ადგილას, ტენიანობის გარეშე. ეს ის პირობებია, რომელსაც სამზარეულოში მაგიდაზე დადების შემთხვევაში ვერ დავიცავთ.“
„თვითონ მედიკამენტის ვარგისიანობას შეექმნება საფრთხე. როდესაც ვარგისიანობა ეჭვქვეშ დგება, შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანისთვის საფრთხის შემცველი. ყოველთვის დავიცვათ წამლის მოხმარების წესებთან ერთად მისი შენახვის წესები,“ - აღნიშნულ საკითხე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.