ცნობილმა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ოჯახური კრიზისების გადალახვისა და ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში ჰარმონიის შენარჩუნების საკუთარი გამოცდილება გაგვაცნო. მისი თქმით, ურთიერთობაში დომინანტი ქალია და მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული:
მარიამ კუბლაშვილის თქმით, ის მეუღლესთან კონფლიქტში შესვლისგან თავს იკავებს და მოთმინებით გამოირჩევა:
„ლევანი ჩხუბობს, რაღაცის გამო არის ცუდ ხასიათზე. სხვა საკითხთან დაკავშირებით ჩხუბობს, მაგრამ მისი ეს უკმაყოფილება წამოვიდა სხვა ფაქტორიდან. ვფიქრობ, რომ მამაკაცების ჩონჩხი ერთია და სხვადასხვანაირი ხასიათები აქვთ. არის ის ძირითადი ხასიათები, რომელიც ყველა მამაკაცს ერთი აქვს. როდესაც არის ცუდ ხასიათზე, ამ დროს მე საერთოდ არ ვცემ პასუხს. მოთმინების უნარი გამოვიმუშავე."
„რა დონის აფექტურ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს, პასუხს არ ვცემ. ვარ ძალიან მორჩილი. ამ დროს ყველანაირად ამოიღებს სათქმელს. მე გარკვეული დროის მერე რაც მისგან მოვისმინე არასასიამოვნო, ამის შესახებ ვეტყვი. მამაკაცებს სირთულეები არ უყვართ. განწყობა უნდა იყოს მაქსიმალურად პოზიტიური,“ - აღნიშნულ საკითხზე მარიამ კუბლაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„თრომბოზის ასაკობრივი ბარიერი ძალიან გაახალგაზრდავდა,“ - სისხლძარღვთა ქირურგი მამუკა ბოკუჩავა
სისხლძარღვთა ქირურგმა მამუკა ბოკუჩავამ ქალბატონებსა და მამაკაცებში თრომბოზის განვითარების რისკების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ პირველადი თრომბოზი უფრო ხშირად ქალბატონებს ემართებათ, ხოლო განმეორებითი - მამაკაცებს:
„პირველადი თრომბოზი სტატისტიკურად ითვლება, რომ ქალბატონებს უფრო ხშირი აქვთ, ხოლო განმეორებითი თრომბოზები მეორე საკითხია. როდესაც განმეორებითი თრომბოზები იქნა დათვლილი, აღინიშნა, რომ მამაკაცებში უფრო ხშირად ვითარდება. ამის ახსნა ზუსტად ცოტა ძნელია, თუმცა განმეორებითი თრომბოზების ალბათობა მამაკაცებში უფრო ხშირია.“
მამუკა ბოკუჩავას თქმით, თრომბოზის განვითარებაში დიდი როლი აქვს ასაკსაც. რაც უფრო ასაკოვანია ადამიანი, მით უფრო მაღალია თრომბოზის განვითარების რისკი:
„რაც შეეხება ასაკობრივ თავისებურებებს, რაც უფრო მაღალია ასაკი, თრომბოზების განვითარების ალბათობა უფრო მაღალია. მინდა გითხრათ, რომ ბოლო პერიოდში, მათ შორის ჩვენთანაც, იყო ძალიან ბევრი შემთხვევა, ძალიან გაახალგაზრდავდა თრომბოზის ასაკობრივი ბარიერი. მქონია შემთხვევა, რომ ხუთი წლის ასაკის ბავშვს განუვითარდა თრომბოზი, აქ იყო მემკვიდრეობითი ფაქტორი. მამა იყო დატვირთული თრომბოზების ანამნეზით. ბავშვს ხუთი წლის ასაკში განუვითარდა ქვემო ღრუ ვენის თრომბოზი. მქონდა შემთხვევა 12 წლის ბავშვთან, როდესაც აქტიური სპორტით იყო დაკავებული ბავშვი, იქ ქირურგიული ჩარევა დაგვჭირდა საერთოდ. ეს არის ერთეული შემთხვევები, თუმცა ზოგადად გაახალგაზრდავების ტენდენცია არის.“
„წვის შეგრძნება და ქავილი ეს არის ქრონიკული ვენური დაავადების ერთ-ერთი თანმხლები სიმპტომი. ამასთან არის სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი, შეშუპება, რომელიც აღენიშნება დაახლოებით 60-70 %-ს. წვა და ქავილი არის სიმპტომები, რომლებიც, შესაძლოა, ვენურ პათოლოგიასთანაც იყოს კავშირში და შეიძლება მისგან დამოუკიდებლადაც იყოს.ამის განმაპირობებელი არის სარქვლოვანი აპარატის ფუნქციის დარღვევა. სარქვლოვანი აპარატი ნორმალურ სიტუაციაში განაპირობების სისხლის ნორმალური მიმართულებით ტერფიდან გულისკენ გადაადგილებას,“ - აღნიშნულ საკითხებზე მამუკა ბოკუჩავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.