ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი ჟაკ ფრესკო ბავშვის დამოუკიდებლობის და კრეატიულობის წახალისების აუცილებლობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები არ არსებობენ, ყველაფერი განათლებაზეა დამოკიდებული. ჟაკ ფრესკოს მტკიცებით, მშობლებმა არ იციან, თუ როგორ აღზარდონ შვილები. ადამიანის აღზრდა ცნობილი გამომგონებლისთვის ურთულესი და კომპლექსურია. ფრესკო აცხადებს, რომ მშობლები შვილებს არასწორი მიდგომებით წამლავენ და მათ ქცევაზე ნეგატიურად ზემოქმედებენ.
ფრესკო საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც გვიზიარებს და იხსენებს, როგორ მივიდა მისი შვილი მამასთან სათამაშო მანქანით ხელში. ბავშვის სათამაშოს საბურავი მოძვრა, პატარა განიცდიდა და მამას დახმარებას სთხოვდა. ფრესკომ ამის პასუხად შვილის სათამაშო ურნაში მოისროლა და ბავშვს ახლის ყიდვას დაპირდა. ფრესკო მიხვდა, რომ ბავშვი მამისგან მანქანის შეკეთებას მოითხოვდა, მან კი ეს არ გააკეთა. ფრესკოს თქმით, მშობელმა ბავშვის ნაცვლად არ უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ბავშვს თავად შეუძლია. თუ მშობელი ყოველთვის შვილის ნაცვლად იმოქმედებს, ის ბავშვს უსარგებლო ადამიანად აქცევს.
ფრესკო მშობლებს მოუწოდებს, რომ ბავშვებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში დაეხმარონ და მისი უნარები ამგვარად განავითარონ.
დევი ტაბიძის თქმით, ადამიანებს შემსუბუქების პერიოდში ავიწყდებათ პანდემიით გამოწვეული პროცესების სირთულე:
„შემსუბუქების პერიოდში ადამიანებს ავიწყდებათ ამ პროცესების სირთულე. როგორც კი ეს პროცესები თავის ძალიან ცუდ კალაპოტში დგება და შედეგებიც შესაბამისად ცუდია, მაშინ ახსენდებათ ადამიანებს, რომ თურმე ვაქცინაცია საჭიროა. სხვა მეთოდი დედამიწის ზურგზე არ არსებობს.“
„დღეს დილით მე თვითონ ვუსმენდი და ვნახე ინფორმაცია ინდოეთთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესო ცნობას მოგაწვდით. ორიდან თვრამეტ წლამდე ყველა აცრეს და ამ აცრის შემდეგ მიიყვანეს ეს ბავშვები სასწავლებელში. აცრილია პედაგოგების 87 %. მათ მისცეს გაკვეთილების ჩატარების უფლება. მე ინდოეთს არ ვედრები, რა თქმა უნდა, ჩვენი ციფრები სხვაა. იქ ექვს მილიონამდე ადამიანი იცრება ყოველდღე,“ - აღნიშნულ საკითხზე დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.