Baby Bag

„ამ შუბლით გავიღვიძე ერთ დღეს... საბოლოოდ, უკვე ცუდად რომ გავხდი, მივხვდი, თავი უნდა დამენებებინა“ - რა საფრთხე შეიძლება მოჰყვეს წონაში დასაკლებ კოქტეილებს

„ამ შუბლით გავიღვიძე ერთ დღეს... საბოლოოდ, უკვე ცუდად რომ გავხდი, მივხვდი, თავი უნდა დამენებებინა“ - რა საფრთხე შეიძლება მოჰყვეს წონაში დასაკლებ კოქტეილებს

წონაში დასაკლები კოქტეილების შესახებ საკუთარ გამოცდილებაზე სოციალურ ქსელში სოფო მაისურაძე წერს. გთავაზობთ მის პოსტს, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

„მოკლედ, მინდა ვილაპარაკო დასაკლები კოქტეილების შესახებ. 15 დღის წინ გამოვიწერე ერთ-ერთი კომპანის კოქტეილები იმ იმედით, რომ ძალიან მალე დავიკლებდი. იმის მიუხედავად, რომ დიეტოლოგის დაწერილი დიეტა მქონდა, სწრაფი შედეგის მიღებამ ძალიან მომხიბლა. ჩემი შვილის ძიძამ 25 დღეში 12 კილო დაიკლო და მეც 6-7 კილოს დაკლების იმედით, დაუყონებლივ გამოვიწერე. ვიცავდი ყველა წესს ზუსტად, არც ერთხელ არ დამირღვევია არცერთი გრამით. პირველი რამდენიმე დღე ჩვეულებრივად ვიღებდი კოქტეილს ყოველ საღამოს.  მე-9 დღეს დამეწყო საშინელი ზიზღი, ძლივს დავლიე და გულისრევის შეგრძნებას ვერ ვშველოდი. შემზიზღდა ყველაფერი, მერეოდა გული და დიარეას ვერ ვშველოდი. საბოლოოდ, უკვე მართლა ცუდად რომ გავხდი, მივხვდი, თავი უნდა დამენებებინა. დანებების მიუხედავად, 1-2 დღე კიდევ მერეოდა გული. ყველაფერთან ერთად, ცხოვრებაში შუბლზე არცერთი წერტილი რომ არ გამომსვლია, ამ შუბლით გავიღვიძე ერთ დღეს. სერიოზული სტრესია, არ ვიცი, როგორ ვიმკურნალო. ჩემი კანის ექიმს ალბათ, გული წაუვა რომ ვეტყვი, რა კოქტეილებს ვსვამდი ეს დღეები. ზოგ ადამინს, როგორც ჩანს, ძალიან ცუდად გადააქვს ამ კოქტეილების მიღება, ძალიან გთხოვთ არ გარისკოთ“, - აღნიშნავს სოფო.

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. Მოიწონეთ გვერდი Momsedu.ge - მცოდნე დედებისთვის

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება,“- ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ საზამთროს მონოდიეტის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რამდენი ხნის განმავლობაში და ვისთვის შეიძლება მსგავსი ტიპის დიეტის დაცვა:

„როგორც მოგეხსენებათ, არსებობს მონოდიეტები. ერთ-ერთი მათ შორის არის საზამთროს დიეტა, რაშიც იგულისხმება დღის განმავლობაში დაახლოებით 2-დან 4 კილოგრამამდე საზამთროს მირთმევა. რა თქმა უნდა, ეფექტური არის. მონოდიეტები ხშირად არის ხოლმე ეფექტური, მაგრამ ის არ არის რეკომენდებული 3-4 დღეზე მეტი დროის განმავლობაში, რადგან შემდგომში მოსალოდნელია გარკვეული ნივთიერებების დეფიციტი ორგანიზმში. ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება.

გასათვალისწინებელია, რომ პაციენტს არ უნდა ჰქონდეს თანმხლები გარკვეული პათოლოგიები, როგორიც არის თირკმლის გარკვეული პრობლემები. თუ პაციენტს აქვს თირკმლის პრობლემა ან ინდივიდუალური აუტანლობა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საზამთროს მიღება რეკომენდებული არ არის,“- მოცემულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად