Baby Bag

„ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება,“- ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ საზამთროს მონოდიეტის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რამდენი ხნის განმავლობაში და ვისთვის შეიძლება მსგავსი ტიპის დიეტის დაცვა:

„როგორც მოგეხსენებათ, არსებობს მონოდიეტები. ერთ-ერთი მათ შორის არის საზამთროს დიეტა, რაშიც იგულისხმება დღის განმავლობაში დაახლოებით 2-დან 4 კილოგრამამდე საზამთროს მირთმევა. რა თქმა უნდა, ეფექტური არის. მონოდიეტები ხშირად არის ხოლმე ეფექტური, მაგრამ ის არ არის რეკომენდებული 3-4 დღეზე მეტი დროის განმავლობაში, რადგან შემდგომში მოსალოდნელია გარკვეული ნივთიერებების დეფიციტი ორგანიზმში. ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება.

გასათვალისწინებელია, რომ პაციენტს არ უნდა ჰქონდეს თანმხლები გარკვეული პათოლოგიები, როგორიც არის თირკმლის გარკვეული პრობლემები. თუ პაციენტს აქვს თირკმლის პრობლემა ან ინდივიდუალური აუტანლობა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საზამთროს მიღება რეკომენდებული არ არის,“- მოცემულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„წონაზე ვლაპარაკობ. თუ ამოგივიდათ ყელში, არ წაიკითხოთ...“ - ნუკი ახალი დიეტით 6-7 კილოს დაკლებას ცდილობს

„წონაზე ვლაპარაკობ. თუ ამოგივიდათ ყელში, არ წაიკითხოთ...“ - ნუკი ახალი დიეტით 6-7 კილოს დაკლებას ცდილობს

ნუკი კოშკელიშვილი ინსტაგრამის მომხმარებლებს დიეტასთან დაკავშირებით რჩევებს ხშირად აძლევს. 

ნახეთ ნუკის პოსტი და ახალი დიეტა:

„წონაზე ვლაპარაკობ. თუ ამოგივიდათ ყელში, არ წაიკითხოთ...
ეს ფოტო არის გადაღებული როდესაც ვიყავი ორი თვის ორსული. მე ყველაზე დიდი წონა მოვიმატე ორსულობის ბოლო თვეებში. და როგორც მიჭირს ბოლო 6-7 კილოს დაკლება ქე იცით.. ორი რამ არის ცხოვრებაში რაც ძალიან მაკომპლექსებს, გაგეცინებათ და ცხვირი არცერთი არის. პირველი არის წონა და მეორე ის რომ დრო გადის და ასაკი მემატება. ერთ თვეში ვხდები 29 წლის და გადავწყვიტე დავიბრუნო სასურველი წონა და იქნებ შევხვდე დაბადების დღეს კიდევ უფრო ფორმაში ვიდრე ოდესმე. აქ რატომ ვწერ? არვიცი, ალბათ მოტივაციისთვის, მინდა თქვენი მხარდაჭერა. აქამდე მქონდა სამი ცდა და არც ერთმა გაამართლა, ბავშვს კვლავ ვაჭმევ მაგრამ უკვე საგრძნობლად ნაკლებად არის დამოკიდებული და იქნებ გამომივიდეს. თან ზაფხული მოდის და საეიროაა ცოტა თავი ხელში ავიყვანო. 

ჩემი ახალი დიეტა! 

დილას 
200 გრ ყველი, კიტრი

დღე
ორი მოხარშული კალმახი, კიტრი, პომიდორი, სალათის ფურცელი

საღამო
ხაჭო უცხიმო, ერთი ჭიქა კეფირი. კიტრი

ყველაფერი უმარილო, უშაქრო. ბევრი სითხე და არა ალკოჰოლს!

წარმატებები!!!“

წაიკითხეთ სრულად