ცნობილმა ტელეწამყვანმა შაინინამ ახალნამშობიარები დედებისთვის წონაში სწრაფად კლების რეცეპტის შესახებ ისაუბრა, რომელიც მხოლოდ სამი კომპონენტისგან შედგება:
„ეს გახლავთ სულ სამი კომპონენტისგან შემდგარი დეტოქს რეცეპტი, რომელიც შედგება გრეიფრუტისგან, შეგიძლიათ გამოიყენოთ ან ანანასი, ან ფორთოხალი, ასევე დაგჭირდებათ თაფლი და ვაშლის ძმარი. დავიწყოთ გრეიფრუტისგან, რომელიც არის სასწაულმოქმედი ხილი. ის ძალიან კარგია მეტაბოლიზმისთვის და წმენდს სისხლძარღვებს ზედმეტი შლაკებისგან. გამოცდილმა დიასახლისებმა კარგად იცით, რომ თაფლი ძალიან კარგია ორგანიზმისთვის და არის ანტიოქსიდანტი. ვაშლის ძმარი ძალიან კარგია სისხლძარღვებისთვის და არის ძალიან კარგი შარდმდენი.“
„ეს არის დეტოქსი მათთვის, ვისაც სურს, რომ თავისი ორგანიზმი ძალიან სწრაფად ჩააყენოს იმ ფორმაში, რომელიც მას ორსულობამდე ჰქონდა. ავიღოთ გრეიფრუტი, გამოვწუროთ. საჭიროა ახლადგამოწურული წვენი. დავამატოთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და ერთი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი. გადავურიოთ ეს ყველაფერი და მივიღოთ ყოველდღე ყოველი ჭამის წინ მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში,“- აღნიშნული რეცეპტის შესახებ შაინინამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის შოუ“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
ბრიტანული თვითმფრინავი გერმანიის ნაცვლად შოტლანდიაში ჩაფრინდა
ბრიტანულმა თვითმფრინავმა მგზავრები გერმანიის ნაცვლად შოტლანდიაში ჩაიყვანა - ამის შესახებ BBC წერს.
„კეთილი იყოს თქვენი ედინბურგში ჩამობრძანება,“ - აღნიშნული განცხადების შემდეგ, მგზავრება გააანალიზეს, რომ ისინი არასწორ აეროპორტში ჩაფრინდნენ.
პილოტის განცხადებით, მას აქამდე მსგავსი შემთხვევა არ ახსოვს. ერთ-ერთი მგზავრის, 24 წლის სოფიას თქმით, თავიდან ყველას ხუმრობა ეგონა. თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს შეცდომა იყო და ისინი მართლა შოტლანდიაში ჩაფრინდნენ.
რეისს გერმანული კომპანია WDL ასრულებდა, რომელიც თვითმფრინავს British Airways-სთან ლიზინგური ხელშეკრულების საფუძველზე მართავს. ინციდენტის მიზეზი არასწორი საფრენი გეგმა გახდა, რომელიც პილოტებს და დისპეტჩერთა სამსახურებს ლონდონის აეროპორტში დაურიგეს.
ედინბურგში ორსაათიანი მოცდის შემდეგ თვითმფრინავი დიუსელდორფში გაფრინდა.