ცნობილმა ტელეწამყვანმა შაინინამ ახალნამშობიარები დედებისთვის წონაში სწრაფად კლების რეცეპტის შესახებ ისაუბრა, რომელიც მხოლოდ სამი კომპონენტისგან შედგება:
„ეს გახლავთ სულ სამი კომპონენტისგან შემდგარი დეტოქს რეცეპტი, რომელიც შედგება გრეიფრუტისგან, შეგიძლიათ გამოიყენოთ ან ანანასი, ან ფორთოხალი, ასევე დაგჭირდებათ თაფლი და ვაშლის ძმარი. დავიწყოთ გრეიფრუტისგან, რომელიც არის სასწაულმოქმედი ხილი. ის ძალიან კარგია მეტაბოლიზმისთვის და წმენდს სისხლძარღვებს ზედმეტი შლაკებისგან. გამოცდილმა დიასახლისებმა კარგად იცით, რომ თაფლი ძალიან კარგია ორგანიზმისთვის და არის ანტიოქსიდანტი. ვაშლის ძმარი ძალიან კარგია სისხლძარღვებისთვის და არის ძალიან კარგი შარდმდენი.“
„ეს არის დეტოქსი მათთვის, ვისაც სურს, რომ თავისი ორგანიზმი ძალიან სწრაფად ჩააყენოს იმ ფორმაში, რომელიც მას ორსულობამდე ჰქონდა. ავიღოთ გრეიფრუტი, გამოვწუროთ. საჭიროა ახლადგამოწურული წვენი. დავამატოთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და ერთი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი. გადავურიოთ ეს ყველაფერი და მივიღოთ ყოველდღე ყოველი ჭამის წინ მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში,“- აღნიშნული რეცეპტის შესახებ შაინინამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის შოუ“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ბავშვი კოვიდის გადატანის შემდეგ არ საჭიროებს არანაირ კვლევებს, თუ ის არ იწვა კლიკინაში,“- პედიატრი თემურ მიქელაძე
პედიატრმა თემურ მიქელაძემ კოვიდ-19-ის გადატანის შემდეგ ბავშვებში კვლევების ჩატარების პრაქტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი კვლევები უმეტესად საჭირო არ არის:
„განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა აღვნიშნო კვლევები, რომელიც აბსოლუტურად ინვაზიურია ბავშვისთვის, ზედმეტი ტრავმის მომცემია. ბავშვი კოვიდის გადატანის შემდეგ არ საჭიროებს არანაირ კვლევებს, თუ ის არ იწვა კლიკინაში. მე 6000-ზე მეტი პაციენტი გავატარე და 57 ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა მქონდა. ეს ძალიან დაბალი რიცხვია.“
თემურ მიქელაძის თქმით, კლინიკაში მოხვედრილი ბავშვების დიდი ნაწილის ჰოსპიტალიზაცია მშობლების პანიკის გამო გახდა საჭირო:
„ამ 57 შემთხვევაშიც იყო წლამდე ასაკი, მაღალი ცხელება. უფრო მეტი იყო, როდესაც მშობელი იყო პანიკაში და თვითონ უნდოდა ბავშვის კლინიკაში გადაყვანა. ახლა მეტ-ნაკლებად ცდილობენ, რომ პაციენტები ბინაზე იმართონ. უფრო მეტია ბავშვებში გავრცელება. თუ მაშინ გვქონდა 10 %, ახლა 20%-ს გადასცდა და 25-30%-ზეც კი ადის ზოგიერთ დღეებში. ყველა ჰოსპიტალიზებული რომ იყოს, როგორც ადრე ხდებოდა, არცერთი პედიატრიული კლინიკა ამას არ ეყოფოდა.“
„ბავშვებს პოსტკოვიდი პრაქტიკულად არ აქვთ. მათ ვირუსი საბდნიეროდ გადააქვთ მსუბუქად,“ - აღნიშნულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.