ცნობილმა ტელეწამყვანმა შაინინამ ახალნამშობიარები დედებისთვის წონაში სწრაფად კლების რეცეპტის შესახებ ისაუბრა, რომელიც მხოლოდ სამი კომპონენტისგან შედგება:
„ეს გახლავთ სულ სამი კომპონენტისგან შემდგარი დეტოქს რეცეპტი, რომელიც შედგება გრეიფრუტისგან, შეგიძლიათ გამოიყენოთ ან ანანასი, ან ფორთოხალი, ასევე დაგჭირდებათ თაფლი და ვაშლის ძმარი. დავიწყოთ გრეიფრუტისგან, რომელიც არის სასწაულმოქმედი ხილი. ის ძალიან კარგია მეტაბოლიზმისთვის და წმენდს სისხლძარღვებს ზედმეტი შლაკებისგან. გამოცდილმა დიასახლისებმა კარგად იცით, რომ თაფლი ძალიან კარგია ორგანიზმისთვის და არის ანტიოქსიდანტი. ვაშლის ძმარი ძალიან კარგია სისხლძარღვებისთვის და არის ძალიან კარგი შარდმდენი.“
„ეს არის დეტოქსი მათთვის, ვისაც სურს, რომ თავისი ორგანიზმი ძალიან სწრაფად ჩააყენოს იმ ფორმაში, რომელიც მას ორსულობამდე ჰქონდა. ავიღოთ გრეიფრუტი, გამოვწუროთ. საჭიროა ახლადგამოწურული წვენი. დავამატოთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და ერთი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი. გადავურიოთ ეს ყველაფერი და მივიღოთ ყოველდღე ყოველი ჭამის წინ მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში,“- აღნიშნული რეცეპტის შესახებ შაინინამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის შოუ“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
შესაძლებელია თუ არა 2-3 კვირაში ომიკრონით ხელახლა ინფიცირება? - მაია ბუწაშვილის პასუხი
ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ომიკრონის შტამით რეინფიცირების რისკების შესახებ ისაუბრა:
„სამი კვირის ინტერვალში ხელახლა დაინფიცირება, ალბათ, არარეალურია. ომიკრონის შემთხვევაში ჯერ ზუსტად არ ვიცით იმუნიტეტი რამდენ ხანს გრძელდება, თუმცა სამი კვირა ნამდვილად არარეალურია. ახლა ზამთრის სეზონია. ზოგჯერ შეიძლება სხვა რომელიმე ვირუსი დაემართოს ადამიანს ხელახლა ორ-სამ კვირაში და პისიარი რჩებოდეს ისევ დადებითი.“
„თუ ვირუსების გენეტიკური ანალიზი არ ჩატარდა, რასაც ლუგარის ცენტრი აკეთებს, დაბეჯითებით თქმა, რომ ეს ხელახლა ომიკრონით ინფიცირებაა, შეუძლებელია. ზუსტად რამდენ ხანს გრძელდება იმუნიტეტი, ჯერ ჩვენ არ ვიცით. ვერსიას, რომ ვირუსი დასუსტდა და პანდემია დასასრულისკენ მიდის, აქვს არსებობის უფლება. ეს საიმედო ვერსიაა. შეიქმნება პოპულაციური იმუნიტეტი ბოლოს და ბოლოს, რადგან ვხედავთ რამდენი ადამიანი ინფიცირდება. ბოლომდე ამაზე დაყრდნობა, რომ ეს აუცილებლად პანდემიის დასასრულია, ძნელია, იმიტომ, რომ არსებობს ახალი შტამის მოვლენის რისკი. თუ ასე არ მოხდა, მაშინ ნამდვილად 2022 წელი იქნება პანდემიის დასასრული,“- აღნიშნულ საკითხზე მაია ბუწაშვილმა Euronews Georgia-ს ეთერში ისაუბრა.