ცნობილმა ტელეწამყვანმა შაინინამ ახალნამშობიარები დედებისთვის წონაში სწრაფად კლების რეცეპტის შესახებ ისაუბრა, რომელიც მხოლოდ სამი კომპონენტისგან შედგება:
„ეს გახლავთ სულ სამი კომპონენტისგან შემდგარი დეტოქს რეცეპტი, რომელიც შედგება გრეიფრუტისგან, შეგიძლიათ გამოიყენოთ ან ანანასი, ან ფორთოხალი, ასევე დაგჭირდებათ თაფლი და ვაშლის ძმარი. დავიწყოთ გრეიფრუტისგან, რომელიც არის სასწაულმოქმედი ხილი. ის ძალიან კარგია მეტაბოლიზმისთვის და წმენდს სისხლძარღვებს ზედმეტი შლაკებისგან. გამოცდილმა დიასახლისებმა კარგად იცით, რომ თაფლი ძალიან კარგია ორგანიზმისთვის და არის ანტიოქსიდანტი. ვაშლის ძმარი ძალიან კარგია სისხლძარღვებისთვის და არის ძალიან კარგი შარდმდენი.“
„ეს არის დეტოქსი მათთვის, ვისაც სურს, რომ თავისი ორგანიზმი ძალიან სწრაფად ჩააყენოს იმ ფორმაში, რომელიც მას ორსულობამდე ჰქონდა. ავიღოთ გრეიფრუტი, გამოვწუროთ. საჭიროა ახლადგამოწურული წვენი. დავამატოთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და ერთი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი. გადავურიოთ ეს ყველაფერი და მივიღოთ ყოველდღე ყოველი ჭამის წინ მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში,“- აღნიშნული რეცეპტის შესახებ შაინინამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის შოუ“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„წონაზე ვლაპარაკობ. თუ ამოგივიდათ ყელში, არ წაიკითხოთ...“ - ნუკი ახალი დიეტით 6-7 კილოს დაკლებას ცდილობს
ნუკი კოშკელიშვილი ინსტაგრამის მომხმარებლებს დიეტასთან დაკავშირებით რჩევებს ხშირად აძლევს.
ნახეთ ნუკის პოსტი და ახალი დიეტა:
„წონაზე ვლაპარაკობ. თუ ამოგივიდათ ყელში, არ წაიკითხოთ... ეს ფოტო არის გადაღებული როდესაც ვიყავი ორი თვის ორსული. მე ყველაზე დიდი წონა მოვიმატე ორსულობის ბოლო თვეებში. და როგორც მიჭირს ბოლო 6-7 კილოს დაკლება ქე იცით.. ორი რამ არის ცხოვრებაში რაც ძალიან მაკომპლექსებს, გაგეცინებათ და ცხვირი არცერთი არის. პირველი არის წონა და მეორე ის რომ დრო გადის და ასაკი მემატება. ერთ თვეში ვხდები 29 წლის და გადავწყვიტე დავიბრუნო სასურველი წონა და იქნებ შევხვდე დაბადების დღეს კიდევ უფრო ფორმაში ვიდრე ოდესმე. აქ რატომ ვწერ? არვიცი, ალბათ მოტივაციისთვის, მინდა თქვენი მხარდაჭერა. აქამდე მქონდა სამი ცდა და არც ერთმა გაამართლა, ბავშვს კვლავ ვაჭმევ მაგრამ უკვე საგრძნობლად ნაკლებად არის დამოკიდებული და იქნებ გამომივიდეს. თან ზაფხული მოდის და საეიროაა ცოტა თავი ხელში ავიყვანო.
ჩემი ახალი დიეტა!
დილას 200 გრ ყველი, კიტრი
დღე ორი მოხარშული კალმახი, კიტრი, პომიდორი, სალათის ფურცელი
საღამო ხაჭო უცხიმო, ერთი ჭიქა კეფირი. კიტრი
ყველაფერი უმარილო, უშაქრო. ბევრი სითხე და არა ალკოჰოლს!