Baby Bag

15 ნოემბრიდან Reset@emis.ge-ს საშუალებით აღარ იქნება ხელმისაწვდომი მოსწავლის (@students.gov.ge) მომხმარებლის პაროლის ცვლილება

15 ნოემბრიდან Reset@emis.ge-ს საშუალებით აღარ იქნება ხელმისაწვდომი მოსწავლის (@students.gov.ge) მომხმარებლის პაროლის ცვლილება

განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის 15 ნოემბრიდან Reset@emis.ge-ს საშუალებით აღარ იქნება ხელმისაწვდომი მოსწავლის (@students.gov.ge) მომხმარებლის პაროლის ცვლილება. მათივე ცნობით, პაროლის ცვლილება შესაძლებელი იქნება http://reset.emis.ge -დან.


პაროლის ცვლილების ინსტრუქცია: https://youtu.be/R1O6vz9puJg

eSchool-ში საგაკვეთილო საათობრივი ბადის შექმნის ინსტრუქცია
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა აქვეყნებს ინსტრუქციას ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) საგაკვეთილო საათობრივი ბადის შექმნისათვის. ინსტრუქცია იხილეთ ამ&...

შეიძლება დაინტერესდეთ

,,თქვენ გამორჩეული თაობა ხართ და მჯერა, ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შექმნით!'' - განათლების მინისტრის მილოცვა მეთორმეტეკლასელებს

,,თქვენ გამორჩეული თაობა ხართ და მჯერა, ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შექმნით!'' - განათლების მინისტრის მილოცვა მეთორმეტეკლასელებს

​,,ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, გილოცავთ თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას - სკოლის დამთავრებას.

ალბათ ბევრჯერ გიფიქრიათ როგორი იქნებოდა თქვენი „ბოლო ზარი" - დღე, როცა დატოვებდით სკოლის კედლებს და შეაბიჯებდით ცხოვრების ახალ და საინტერესო ეტაპზე. თუმცა, აქამდე არნახულმა გამოწვევამ, რომლის წინაშეც ახლა მთელი კაცობრიობა დგას, სწავლის დასკვნით ეტაპზე თქვენს სკოლებს, საყვარელ მეგობრებსა და მასწავლებლებს დაგაშორათ.

მიუხედავად ყველაფრისა, თქვენ შეძელით გამკლავებოდით იმ გამოწვევებს, რაც თან ახლდა დისტანციურ სწავლებას და გამარჯვებულები ამთავრებთ სკოლას.

ამ პირობებში ჩვენი უმთავრესი ამოცანა იყო, უზრუნველგვეყო სასწავლო პროცესის უწყვეტობა. ალბათ დღეს, როგორც არასდროს, ცხადი გახდა ამ ამოცანის მნიშვნელობა, რადგან ამ თუ სხვა გამოწვევათა დაძლევა მხოლოდ ცოდნით, განათლებით, მეცნიერებით შეიძლება.

და უკვე ხვალიდან, როდესაც თქვენს წინაშე უამრავი ახალი პერსპექტივა იხსნება, უკეთესი მომავლის უმთავრესი შემოქმედები სწორედ თქვენ ხართ. ცოდნის გაღრმავების ჟინით, გამოწვევებისადმი მზაობით, ნოვატორული მიდგომებით უნდა იკისროთ საკუთარი, ჩვენი ქვეყნისა და კაცობრიობის ბედის წარმართვა.

ასე რომ, თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება - ახალი გამოცდილებებით, ურთიერთობებით, მეგობრებით, განვითარების ახალი პერსპექტივებითა და პასუხისმგებლობით.

თქვენ გამორჩეული თაობა ხართ და მჯერა, ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შექმნით!

წარმატებებს გისურვებთ ამ საინტერესო გზაზე!''

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელის მილოცვა მე-12 კლასელებს. 

წაიკითხეთ სრულად