იქნება თუ არა 26 მაისი ონლაინ სწავლებისგან დასვენების დღე? - აღნიშული კითხვით Momsedu.ge-მ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართა.
როგორც სამინისტროში აღნიშნეს, 26 მაისი ოფიციალური უქმე დღეა, გამომდინარე აქედან, სკოლები ონლაინ სწავლებისგან დაისვენებენ:
,,როგორც ყველა უქმე დღეს, ასევე 26 მაისს სკოლები ონლაინ სწავლებისგან დაისვენებენ,'' - განაცხადეს სამინისტროში.
რატომ არის 26 მაისი უქმე დღე?
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“

