ერთიან ეროვნულ გამოცდებში ჩართულ სკოლების თანამშრომლებს ტრანსპორტი მოემსახურება - აღნიშნულის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული სკოლების ჩამონათვალი, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება, მათი მომსახურე პერსონალისა და პედაგოგებისთვის მოხდება ტრანსპორტით უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მხრიდან“, - დასძინა კახა კალაძემ.
„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ვაკანსიები დამატებით გამოცხადდა
„ახალი სკოლის მოდელის“ საგნობრივი ექსპერტებისთვის დამატებით გამოცხადდა ვაკანსიები.
როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა აღნიშნავს, მათთვის, ვისაც პირველ ეტაპზე ჰქონდა შემოტანილი და გადალახა ეს ეტაპი, არაფერი იცვლება. ისინი ჩვეულებრივ აგრძელებენ კონკურსის ეტაპების გავლას.