Baby Bag

„ბოლო ზარი – 2021“ - სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს

„ბოლო ზარი – 2021“ - სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სკოლებში „ბოლო ზარი“ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდება.

სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაბამისი რეკომენდაციები უკვე გადაუგზავნა. რეკომენდაციების თანახმად, შესაძლებელია „ბოლო ზარის“ ღონისძიების ორგანიზება მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე.

თუ სკოლას შესაძლებლობა ექნება, სასურველია, მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართოს. საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე და დაიცვას საჭირო დისტანცია.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ განიხილა და მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსწავლეთა ჯგუფური გასვლითი აქტივობების, ექსკურსიებისა და საზეიმო წვეულებების, ბანკეტების გამართვა.

შეიძლება დაინტერესდეთ

ბოლო ზარის ყველაზე ძვირადღირებული პერანგი

ბოლო ზარის ყველაზე ძვირადღირებული პერანგი

რამდენს გადაიხდით ხელნაწერებიან პერანგში, რომელიც სკოლაში გატარებულ ბოლო დღეს მოგაგონებთ?

ასეთი მაისურის შეძენა არც მეტი არც ნაკლები 790 გირქვანქა სტერლინგადაა შესაძლებელი. დიზაინი დემნა გვასალიას ეკუთვნის. ბოლო ზარის წარწერებიანი მაისური გაყიდვაში აპრილში ჩაეშვა. 

თეთრ პერანგზე ქართული („უფალო შეგვიწყალენ", „გილოცავ მრავალს დაესწარი“), ლათინური, ფრანგული, არაბული და გერმანული წარწერებია.

წაიკითხეთ სრულად