მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
საქართველოში ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი განათლების სექტორში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2018 წლის მესამე კვარტლის საშუალო ხელფასების სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით, ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი განათლების სექტორში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ.
დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი საქმიანობის სახეების მიხედვით ასე გამოიყურება:
როგორც ცხრილიდან ჩანს, ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობით დაკავებულ პირებს, ხოლო ყველაზე დაბალი ანაზღაურება კი განათლების სფეროში მომუშავე ადამიანებს აქვთ.
რაც შეეხება საქართველოში საშუალო თვიური ნომინალურ ხელფასს, ის გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 56.4 ლარით გაიზარდა და 1125.5 ლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, 2018 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში.