მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
ინფორმაცია იმ მასწავლებლებისთვის, რომლებსაც გარე დაკვირვება განაწილებული აქვთ 2-6 მარტის პერიოდში
მასწავლებლის პროფესიული რეგულირების პროგრამის გარე დაკვირვების მიმართულების მენეჯერი, ქრისტინე ინგოროყვა ინფორმაციას აქვეყნებს იმ მასწავლებლებისთვის, რომლებსაც გარე დაკვირვების თარიღები გადანაწილებული აქვთ 2-6 მარტის პერიოდში.
„ბუნებრივია, არდადეგების გახანგძლივების გამო, თითოეულ თქვენგანს შეგეცვლევათ პერიოდი და ვადა გაგიგრძელდებათ არდადეგების დასრულების შემდგომ.
რაც შეეხება იმ მასწავლებლებს, რომლებსაც 2-16 მარტის ჩათვლით გიწევთ გაკვეთილის გეგმების/რეფლექსიის ატვირთვა, თქვენს შემთხვევაში არაფერი იცვლება, ჩვეულებრვად ატვირთეთ ამ პერიოდში.
პ.ს. რადგან მესინჯერში ერთი და იგივე შინაარსის უამრავი კითხვა მომივიდა, აქვე დავაზუსტებ. 2-6 მარტის პერიოდში, ერთი გაკვეთილი მაინც თუ გიწევდათ, პერიოდი აუცილებლად შეგეცვლებათ. გაკვეთილებს ისევ თანმიმდევრულად ჩაატარებთ, მაგ. 6-ში პირველი გაკვეთილი თუ გქონდათ, მოგიწევთ 16 მისი ჩატარება. ვისაც უკვე დაგირეკეთ და გაგაფრთხილეთ, რომ 2-ში მოვდივართ, რა თქმა უნდა, ეგ გაკვეთილიც გადაიწევს. ვისაც უკვე გაკვეთილის გეგმები ატვირთული გაქვთ, არ მოგიწევთ სხვა გეგმების ატვირთვა, ჩვეულებრივად, იმავე გეგმით ჩაატარებთ გაკვეთილებს არდადეგების შემდგომ.
ჯანმრთელობას და წარმატებას გისურვებთ ყველას!“ - წერს ქრისტინე ინგოროყვა.