მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
დასრულდება თუ არა სასწავლო წელი 15 ივნისს? - მიხეილ ჩხენკელის პასუხი
დასრულდება თუ არა სასწავლო წელი 15 ივნისს? - აღიშნულ კითხვას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გადაცემაში ,,SWOT ანალიზი" უპასუხა.
,,როგორც იცით, კორონავირუსის გამო არდადეგები გავახანგრძლივეთ პირველ აპრილამდე. თუმცა ჩვენ შემუშავებული გვაქვს გეგმა, რაც გარანტიას გვაძლევს რომ სემესტრი და აკადემიური პროცესი ნომრალურად წარიმართება. გვაქვს იმედი, რომ 1 აპრილს განვაახლებთ სწავლას. ეროვნული სასწავლო გეგმის მოქნილობა საშუალებას გვაძლევს, რომ ეს ორი კვირა ეფექტურად გამოვიყენოთ. როდესაც მოსწავლეები 1 აპრილს დაბრუნდებიან სკოლაში, გააგრძელებენ სწავლას და ყველაფერი დათქმულ დროში დასრულდება,'' - აღნიშნა განათლების მინისტრმა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.