Baby Bag

გამოცდაზე მოქცევის წესები 2020 წლის გამოცდებში მონაწილეებისათვის

გამოცდაზე მოქცევის წესები 2020 წლის გამოცდებში მონაწილეებისათვის

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრი გამოცდაზე მოქცევის წესებს აქვეყნებს. 

გამოცდაზე მოქცევის წესები ყველა გამოსაცდელის უფლებებისა და ინტერესების დაცვას ემსახურება. ამ წესებით უზრუნველყოფილია სექტორში სამუშაო პირობების შექმნა და პროცესის სამართლიანად და ობიექტურად წარმართვაა - აღნიშნავენ ნაეკში

იხილეთ გამოცდაზე მოქცევის წესები 2020 წლის გამოცდებში მონაწილეებისათვის ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე.


შეიძლება დაინტერესდეთ

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ოქროსა და ვერცხლის მედლის კანდიდატები

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ოქროსა და ვერცხლის მედლის კანდიდატები

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დღეს ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეებისთვის გადასაცემი სერტიფიკატების ფორმები ​გამოაქვეყნა.

რაც შეეხება ​კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ მედალოსანი მოსწავლეები, შემდეგია:

ოქროს მედლის მისაღებად საჭირო კრიტერიუმები

მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 10 დამრგვალების გარეშე და სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე მიიღებს დადებით შეფასებას, იღებს ოქროს მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს.

ვერცხლი მედლის მისაღებად საჭირო კრიტერიუმები: 

მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9.8 ან მეტი და სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე მიიღებს დადებით შეფასებას, იღებს ვერცხლის მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს.

პირზე, რომელმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კლასის/კლასების, ან საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები წარჩინებით დაძლია ექსტერნატის ფორმით, ოქროსა და ვერცხლის მედალი და შესაბამისი სერტიფიკატები არ გაიცემა.

მედლებს იღებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის მოსწავლეები. გადაწყვეტილებას მედლის გაცემის შესახებ კი სკოლა იღებს.

წაიკითხეთ სრულად