საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებს დოკუმენტი გაუგზავნა, სადაც მომავალი სასწავლო წლისთვის გაკვეთილების ჩატარების სხვადასხვა ფორმატს სთავაზობს, სკოლები კი თავად გადაწყვეტენ, თუ რომელ ვარიანტს აირჩევენ.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, თითოეულმა სკოლამ უნდა შეიმუშაოს მის შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე მორგებული საგაკვეთილო ცხრილი.
შესაძლოა, ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ 2 ცვლაზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით.
დოკუმენტის მიხედვით, სასწავლო წლის პირველი კვირა უნდა დაეთმოს ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების გაცნობას მოსწავლეებისა და მშობლებისთვის; წესები შეიძლება გააცნონ დამრიგებლებმა, მანდატურებმა და/ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირებმა.
ცვლილება იქნება მოსწავლეთა შეფასებაში, კერძოდ, უპირატესობა უნდა მიენიჭოს კომპლექსური დავალებების კეთებას, რაც იძლევა საშუალებას, გაკვეთილების ნაცვლად ზოგჯერ დაინიშნოს საკონსულტაციო საათები დისტანციურად;
ცვლილება უნდა შევიდეს ესგ-ს იმ ნაწილში, სადაც საუბარია შეფასების სავალდებულო კომპონენტებზე (საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი). სკოლას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მოსწავლეები შეაფასოს მხოლოდ შემაჯამებელი შეფასებით, საკლასო და საშინაო დავალების კომპონენტები იყოს სკოლის სურვილის მიხედვით (რომელიმე კლასში ან კლასებში, ერთ საგანში ან საგნებში).
,,აღნიშნული დოკუმენტი პირველადი ვარიანტია, რომელსაც კიდევ დაემატება ალტერნატივები დასაბოლოოდ, სკოლებიდან მიღებული უკუკავშირის შემდეგ, შეირჩევა საუკეთესო ვარიანტები სკოლების შესაძლებლობებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე,'' - აღნიშნავენ რესურსცენტრების წარმომადგენლები.
გააზიარეთ პოსტი
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფაკულტეტების/საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი - სია
2020-2021 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები ცნობილია.
იხილეთ საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 11 აგვისტოს №91/ნ ბრძანება.
გაეცანით საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, რომელიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიხედვითაა დალაგებული.
საგანმანათლებლო პროგრამებზე სრულად დაფინანსებული ადგილების რაოდენობის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ უშუალოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.tsu.ge
სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი www.gtu.ge
სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.tesau.edu.ge
სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.sjuni.edu.ge
სსიპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი www.gu.edu.ge
სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი www.zssu.ge
იხილეთ საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 11 აგვისტოს №91/ნ ბრძანება.
გაეცნით საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, რომელიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიხედვითაა დალაგებული.
საგანმანათლებლო პროგრამებზე სრულად დაფინანსებული ადგილების რაოდენობის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ უშუალოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.tsu.ge
სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი www.gtu.ge