საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებს დოკუმენტი გაუგზავნა, სადაც მომავალი სასწავლო წლისთვის გაკვეთილების ჩატარების სხვადასხვა ფორმატს სთავაზობს, სკოლები კი თავად გადაწყვეტენ, თუ რომელ ვარიანტს აირჩევენ.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, თითოეულმა სკოლამ უნდა შეიმუშაოს მის შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე მორგებული საგაკვეთილო ცხრილი.
შესაძლოა, ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ 2 ცვლაზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით.
დოკუმენტის მიხედვით, სასწავლო წლის პირველი კვირა უნდა დაეთმოს ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების გაცნობას მოსწავლეებისა და მშობლებისთვის; წესები შეიძლება გააცნონ დამრიგებლებმა, მანდატურებმა და/ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირებმა.
ცვლილება იქნება მოსწავლეთა შეფასებაში, კერძოდ, უპირატესობა უნდა მიენიჭოს კომპლექსური დავალებების კეთებას, რაც იძლევა საშუალებას, გაკვეთილების ნაცვლად ზოგჯერ დაინიშნოს საკონსულტაციო საათები დისტანციურად;
ცვლილება უნდა შევიდეს ესგ-ს იმ ნაწილში, სადაც საუბარია შეფასების სავალდებულო კომპონენტებზე (საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი). სკოლას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მოსწავლეები შეაფასოს მხოლოდ შემაჯამებელი შეფასებით, საკლასო და საშინაო დავალების კომპონენტები იყოს სკოლის სურვილის მიხედვით (რომელიმე კლასში ან კლასებში, ერთ საგანში ან საგნებში).
,,აღნიშნული დოკუმენტი პირველადი ვარიანტია, რომელსაც კიდევ დაემატება ალტერნატივები დასაბოლოოდ, სკოლებიდან მიღებული უკუკავშირის შემდეგ, შეირჩევა საუკეთესო ვარიანტები სკოლების შესაძლებლობებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე,'' - აღნიშნავენ რესურსცენტრების წარმომადგენლები.
გააზიარეთ პოსტი
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
დედის რძე SARS-CoV-2-ის ანტისხეულებს შეიცავს - უახლესი კვლევები
უახლესი კვლევებით დგინდება, რომ დედის რძე SARS-CoV-2-ის ანტისხეულებს შეიცავს. კორონავირუსისგან განკურნებული 15 მეძუძური დედის რძისგან აღებულ ნიმუშებში ანტისხეულები აღმოაჩინეს, რომლებიც კოვიდ-19-ის ცილისადმი რეაქტიულობას ავლენდნენ. დედის რძეში აღმოჩენილი ანტისხეულები, მეცნიერების აზრით, იმაზე მიანიშნებს, რომ, შესაძლოა, რძის დახმარებით დედებმა ჩვილებს იმუნიტეტი გადასცენ. „შეგიძლიათ თავი კომფორტულად იგრძნოთ, როდესაც ბავშვს ძუძუთი კვებავთ,“ - ასე დაამშვიდა კოვიდ-19-ით დაინფიცირებული დედები კალიფორნიის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგმა,
ეპიდემიოლოგი კრისტინა ჩემბერსი აცხადებს, რომ დედის რძე რამდენიმე მკვლევარმა გამოიკვლია და თითოეულმა მათგანმა მასში SARS-CoV-2-ის რნმ-ი აღმოაჩინა, თუმცა ცოცხალი ვირუსი არცერთ მკლევარს არ აღმოუჩენია.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კოვიდ-19-ის ცილისადმი რეაქტიული ანტისხეულები განსაკუთრებით მაღალი იყო იმ ქალბატონების რძეში, რომლებსაც კოვიდ-19-ის სიმპტომები აღენიშნებოდათ, ხოლო იმ ქალბატონების რძეში, რომლებსაც კოვიდის სიმპტომატიკა არ ჰქონიათ, მსგავსი ანტისხეულები ნაკლებად აღმოჩნდა.
The Sientist-ში აღნიშნულია, რომ დედის რძეში შემავალი კოვიდ-19-ის ანტისხეულები არამხოლოდ ჩვილ ბავშვებს დაიცავს ვირუსით დაინფიცირებისგან, არამედ, შესაძლოა, ისინი კოვიდ-19-ის სამკურნალოდაც გამოიყენონ. დედის რძეში აღმოჩენილი ანტისხეულები გარკვეული თვალსაზრისით განსხვავდება სისხლში აღმოჩენილი ანტისხეულებისგან. დედის რძეში არსებული სეკრეტორული ანტისხეულები გაცილებით ხანგრძლივად ძლებს, ვიდრე სისხლში აღმოჩენილი ანტისხეულები, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ ლაქტაციის პერიოდში რამდენიმე თვის განმავლობაში მოხდეს დონორი ქალბატონებისგან ანტისხეულების შეგროვება.
დედის რძეზე ჩატარებული კვლევებიდან არცერთს არ დაუდგენია, რამდენად შეუძლია მასში აღმოჩენილ ანტისხეულებს SARS-CoV2-ის ნეიტრალიზება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კვლევები მომავალშიც გაგრძელდება. კვლევების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დედის რძის პოტენციალი ამ მხრივ ძალიან დიდია და ადამიანებმა გარკვეული ტაბუების გადალახვა უნდა შეძლონ, ვიდრე ამის აღიარებამდე მივლენ.მეცნიერები აქტიურად განიხილავენ დედის რძიდან ანტისხეულების მოპოვების საკითხს, რომლებსაც სამომავლოდ კოვიდ-19-ის ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენებენ.