პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა მომდევნო 10 დღის განმავლობაში 4 სექტორის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა საგანგებო სხდომაზე საუბრისას განაცხადა, პირველია ტურიზმი, შემდეგ სოფლის მეურნეობა, მესამეა მშენებლობა და ბოლოს - განათლება.
„მეოთხე იქნება ანტიკრიზისული ქმედებები განათლებაში, რასაც ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური მხარდაჭერა აქვს თითოეული ჩვენი მოსწავლისგან, სტუდენტისგან და, რა თქმა უნდა, მათაც უნდა იცოდნენ სახელმწიფოს რა გეგმები გააჩნია ანტიკრიზისული მართვის თვალსაზრისით განათლებაში. ამ გეგმას მივყვებით უახლოესი 10 დღის განმავლობაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მასწავლებლის სახლი ტრენინგებზე რეგისტრაციას აცხადებს - იხილეთ დეტალები
მასწავლებლის სახლი მასწავლებლობის მაძიებლებისთვის ტრენინგებს აცხადებს.
ტრენინგებზე დარეგისტრირება დღეიდან დაიწყო და 25 მარტამდეა შესაძლებელი.
ტრენინგები ჩატარდება შემდეგ საგნებში - ბიოლოგია, ბუნებისმეტყველება, გეოგრაფია, გერმანული ენა, ინგლისური ენა, ფრანგული ენა, რუსული ენა, ისტორია, სამოქალაქო განათლება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ფიზიკური აღზრდა და სპორტი, მუსიკა, ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა (VII – XII კლ), მათემატიკა დაწყებითი საფეხური (I – VIკლ), ქართული ენა დაწყებითი საფეხური (I – VIკლ), ქართული ენა (VII – XII კლ).