პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა მომდევნო 10 დღის განმავლობაში 4 სექტორის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა საგანგებო სხდომაზე საუბრისას განაცხადა, პირველია ტურიზმი, შემდეგ სოფლის მეურნეობა, მესამეა მშენებლობა და ბოლოს - განათლება.
„მეოთხე იქნება ანტიკრიზისული ქმედებები განათლებაში, რასაც ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური მხარდაჭერა აქვს თითოეული ჩვენი მოსწავლისგან, სტუდენტისგან და, რა თქმა უნდა, მათაც უნდა იცოდნენ სახელმწიფოს რა გეგმები გააჩნია ანტიკრიზისული მართვის თვალსაზრისით განათლებაში. ამ გეგმას მივყვებით უახლოესი 10 დღის განმავლობაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მასწავლებლის სახლი პედაგოგებს „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის'' შესახებ ინფორმაციას გააცნობს
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებლებთან აქტიური თანამშრომლობით, აგრძელებს მასწავლებლის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების სრულყოფას.
,,მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ ამოქმედებამდე, ცენტრმა დაგეგმა სქემის დანერგვის პროცესის შეფასება, რათა დროულად მოხდეს არსებული რისკების იდენტიფიცირება, წარმატებული პრაქტიკის შენარჩუნება და ხარვეზების გამოსწორება.
სქემის დანერგვის პროცესის შეფასება მოიცავს მასწავლებელთა ტრადიციულ საინფორმაციო შეხვედრებს ქვეყნის მასშტაბით ონლაინ ფორმატში. მიმდინარე შეხვედრაც მიზნად ისახავს, როგორც სიახლეების შესახებ ინფორმაციის განხილვას, ასევე პედაგოგებისაგან უკუკავშირს.