პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა მომდევნო 10 დღის განმავლობაში 4 სექტორის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა საგანგებო სხდომაზე საუბრისას განაცხადა, პირველია ტურიზმი, შემდეგ სოფლის მეურნეობა, მესამეა მშენებლობა და ბოლოს - განათლება.
„მეოთხე იქნება ანტიკრიზისული ქმედებები განათლებაში, რასაც ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური მხარდაჭერა აქვს თითოეული ჩვენი მოსწავლისგან, სტუდენტისგან და, რა თქმა უნდა, მათაც უნდა იცოდნენ სახელმწიფოს რა გეგმები გააჩნია ანტიკრიზისული მართვის თვალსაზრისით განათლებაში. ამ გეგმას მივყვებით უახლოესი 10 დღის განმავლობაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
როდემდე გაგრძელდება საჯარო სკოლებში საახალწლო არდადეგები
როდემდე გაგრძელდება საახალწლო არდადეგები საჯარო სკოლებში? - აღნიშნულ კითხვას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში უპასუხეს.
მათი განმარტებით, საჯარო სკოლებში საახალწლო არდადეგები 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება:
„საჯარო სკოლებში საახალწლო არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ჯამში სკოლები 16 დღე დაისვენებენ. რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი არდადეგების დაწყება-დასრულების თარიღს თავად განსაზღვრავენ,“ - აღნიშნეს სამინისტროში.