„
„განათლების სამინისტრომ დისტანციური სწავლების მეთოდები როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში ეფექტიანად დანერგა. ამის გათვლისწინებით, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვთ, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას საკადრო საკითხებთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს ნებისმიერი პირის დასაქმების საკითხი რომელიმე საჯარო სკოლაში, თუმცა, აღნიშულ თემასთან დაკავშირებით, თანამშრომლობა შესაძლებელია კონკრეტულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
მათ, ვისაც სკოლაში მუშაობის დაწყება სურს, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ვაკანსიებს სთავაზობს. ვაკანსიები მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცხადდა.
როგორ უნდა დაუკავშირდეთ სკოლას, რომლის ვაკანსიითაც დაინტერესდით?