„სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე, მაგრამ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განათლების სამინისტრომ შეძლო, ეფექტიანად გამკლავებოდა შეზღუდვებს:
„განათლების სამინისტრომ დისტანციური სწავლების მეთოდები როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში ეფექტიანად დანერგა. ამის გათვლისწინებით, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვთ, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, პრემიერის თქმით, გამოცდების მექანიზმი არ შეიცვლება:
„ეროვნული გამოცდები ჩატარდება, აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადება, თორემ მექანიზმი იქნება სრულად შენარჩუნებული. განათლების სისტემის ამუშავების შესახებ, პრეზენტაციას გავაკეთებთ ცალკე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ტრენინგი დიფერენცირებული და პროექტული მეთოდით სწავლება დაწყებით საფეხურზე
7-8 სექტემბერს ტრენინგი დიფერენცირებული და პროექტული მეთოდით სწავლება დაწყებით საფეხურზე ჩატარდება. კურსი არის სხვადასხვა საგნის (გარემოს, ისტორიის....) მასწავლებლებისთვის.
• დიფერენცირებული სწავლების მიდგომები, სტრატეგიები და ამოცანები. • დიაგნოსტირება როგორც დიფერენცირების საფუძველი; • მონაწილეების მიერ დიფერენცირებული გაკვეთილების დაგეგმვა/პრეზენტაცია და ტრენერის უკუკავშირი; • პროექტული სწავლების მიდგომები, სტრატეგიები და ამოცანები; • მონაწილეების მიერ პროექტული სწავლების აქტივობების დაგეგმვა/ პრეზენტაცია და ტრენერის უკუკავშირი.