ქართულ ინტერნეტსივრცეში ახალი პლატფორმა გამოჩნდა, რომელიც მასწავლებლებისთვის ამარტივებს და აუმჯობესებს სწავლების პროცესს.
TVschool.ge მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, ღილაკზე სულ რამდენიმე დაჭერით შექმნან და გაუგზავნონ საშინაო დავალება თავიანთ მოსწავლეებს.
პროცესი საკმაოდ მარტივია:
მასწავლებელი ირჩევს კლასს, საგანს და გაკვეთილს
შემდეგ პროგრამა საიტის ბაზიდან თავისით ალაგებს შესაბამის კითხვებს და აგენერირებს შექმნილი დავალების უნიკალურ ბმულს
აღნიშნულ ბმულს მასწავლებელი უგზავნის მოსწავლეებს ნებისმიერ საკომუნიკაციო არხში - იქნება ეს მაიქროსოფთ თიმსი, მესენჯერი, თუ სხვა
მოსწავლე ხსნის ბმულს და აკეთებს დავალებას
დავალებას პროგრამა თავისით ასწორებს
აქვე შეგიძლიათ, იხილოთ მოკლე ვიდეოინსტრუქცია თუ როგორ იქმნება დავალება TVschool.ge-ზე
აღსანიშნავია, რომ მსგავსი მიდგომა განსაკუთრებით გამოსადეგია თვითიზოლაციის პერიოდში, როდესაც მასწავლებლებს სხვა გზა არ აქვთ და უწევთ, დისტანციურად მისცენ და ჩაიბარონ საშინაო დავალებები. პროცესი გამარტივებულია როგორც მასწავლებლელთათვის, ასევე მოსწავლეთათვის, რაც სწავლებას უფრო სასიამოვნოს და პროდუქტიულს ხდის.
Tvschool.ge სულ რაღაც ორი კვირის წინ ჩაეშვა. მას უკვე 2500-ზე მეტი მასწავლებელი და 15000-ზე მეტი მოსწავლე იყენებს და ეს რიცხვები ყოველდღიურად სწრაფად იზრდება.
ბერიკა შუკაკიძე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივების შესახებ საუბრობს
ბერიკა შუკაკიძე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივების შესახებ ცენტრის ოფიციალური ფეისბუქგვერდიდან პირდაპირ ეთერში საუბრობს.
როგორც ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, მასწავლებლის სახლი იწყებს ონლაინ ჩართვებს, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, დასვას კითხვა და ცენტრის წარმომადგენლისგან მიიღოს პასუხი.
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
„მასწავლებლის სახლი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებლებს, უნივერსიტეტის პროფესორებსა და მოსწავლეთა მშობლებს სთავაზობს მრავალფეროვან, განახლებულ სასწავლო, საგანმანათლებლო რესურსებს ონლაინ რეჟიმში, მეტიც ამ რესურსების ათვისება და გააზრება უკეთ რომ მოხდეს, ჩვენი ცენტრის კონსულტანტები წინასწარ დათქმულ დროს ლაივ რეჟიმში გამართავენ შეხვედრებს, დისკუსიებს, სადაც ყველა დაინტერესულ პირს საშუალება ექნება დასვას მისთვის აქტუალური კითხვა. ბოლოს კი მინდა გამოვეხმაურო ჩვენი მთავრობის მოწოდებას და მეც ვთხოვო ჩემს კოლეგა-მასწავლებლებს, რომ დარჩით სახლში,“ - აღნიშნავს ბერიკა შუკაკიძე.