მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უერთდება საქართველოს მთავრობის მოწოდებას „დარჩი სახლში“, ზრუნავს მასწავლებლების უსაფრთხოებაზე და პროფესიული განვითარების მიზნით პრაქტიკოს მასწავლებლებს სთავაზობს ტრენინგებს, რომლებიც წარიმართება ონლაინ ფორმატში. ტრენინგების გავლა შესაძლებელი იქნება Microsoft Teams-ის პლატფორმაზე, რაც მათ გაუიოლებს მოსწავლეებთან ონლაინ კომუნიკაციას.
მასწავლებლებს შეუძლიათ აირჩიონ ზოგადი და საგნობრივი ტრენინგებიდან მათთვის საჭირო მოდულები. იმისდა მიხედვით, თუ რამდენი კრედიტქულა სჭირდებათ მათ სტატუსის ასამაღლებლად. ტრენინგი „დისტანციური სწავლება Microsoft რესურსების გამოყენებით“ არის სხვათაგავლის წინაპირობა. მასწავლებლები შეძლებენ გაიარონ „ინტერაქტიული მეთოდები პრაქტიკაში“, „სწავლებისა და შეფასების სტრატეგიები“, ასევე საგნობრივი მოდულები, რომლებიც ერთობლივად მასწავლებლებს არაუმეტეს 5 კრედიტქულას მოუტანს, ან საჭიროების მიხედვით აარჩიონ მათგან სასურველი.
ტრენინგების წარმატებით გავლის შედეგად მიღებულმა კრედიტქულებმა ძირითად და სავალდებულო აქტივობებში დაგროვილ კრედიტქულებთან ერთად ჯამში უნდა შეადგინოს 19 კრედიტქულა, რაც პრაქტიკოს მასწავლებლებს მისცემს საშუალებას შეიცვალონ სტატუსი. კრედიტქულების გასაუმჯობესებლად, პრაქტიკოს მასწავლებლებს ასევე საშუალება ეძლევათ განმეორებით ჩააბარონ გამოცდა/ გამოცდები, რომლებშიც ნაწილობრივი კრედიტქულები აქვთ მოპოვებული.
ონლაინ ტრენინგებზე დასარეგისტრირებლად გადადით ბმულზე და გაეცანით თითოეული ტრენინგის ანოტაციას.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
დარეგისტრირდით თქვენ მიერ შერჩეულ ტრენინგებზე, რომლებიც ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 5 კრედიტქულას.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ცხელ ხაზს, ტელ: 2 200 220 (4708)
საგნისა და ზოგადი კომპეტენციების დასადასტურებელ გამოცდებზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: