Baby Bag

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

16 სექტემბერს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დაიწყება. ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში, უპრეცედენტო მასშტაბით, 700-მდე სკოლაში განხორციელდა.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესის დაწყების თარიღმა ერთეულ შემთხვევებში (20-მდე სკოლაში) შესაძლოა მხოლოდ ორი კვირით გადაიწიოს. ასეთ სკოლებში, გაკვეთილები შესაბამისი საგაკვეთილო ცხრილით შაბათი დღის ხარჯზე ანაზღაურდება.

აღნიშნულის შესახებ, მშობლების ინფორმირებას სამინისტროს ინსტრუქციის საფუძველზე, სკოლების ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

შეიძლება დაინტერესდეთ

„უფროსის სტატუსი აისახა“ - ინფორმაცია პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის

„უფროსის სტატუსი აისახა“ - ინფორმაცია პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის

იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც უფროსის სტატუსის მინიჭებას ამ დრომდე ელოდებოდნენ (წარდგენილნი იყვნენ), ახალი სტატუსი აესახათ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული პროცესი კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ სტატუსის მინიჭების პირველი ეტაპი დაახლოებით 2 კვირის წინ დაიყო. რაც შეეხება იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, ვისაც უფროსის სტატუსის მოსაპოვებლად საკმარისი კრედიტქულა არ აქვთ, მასწავლებლის სახლი უფასო 5 კრედიტქულიან ტრენინგებს სთავაზობს. დეტალები იხილეთ მასწავლებელთა  პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან, ბერიკა შუკაკიძესთან ინტერვიუში.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“.


წაიკითხეთ სრულად