თბილისში საჯარო საზაფხულო ბაღები 1-დან 31 ივლისის ჩათვლით იმუშავებს. ინფორმაციას საქართველოს პირველი არხიავრცელებს.
მათივე ცნობით, საზაფხულო ბაღებში რეგისტრაციის დაწყების თარიღი ხვალ გახდება ცნობილი.
რეგისტრაციის თარიღის, წესებისა და სიახლეების თაობაზე განცხადებას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე 7 მაისს 12:00 საათზე გააკეთებს. ხოლო მომავალი სააღმზრდელო წლისათვის აღსაზრდელების რეგისტრაცია – ივნისში განხორციელდება.
თბილისს ზაფხულის განმავლობაში წელსაც 40 ბაღი მოემსახურება, თუმცა იქნება გარკვეული ცვლილებები ბაღების ჩამონათვალში, რაც სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.