რას აცხადებენ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში ბაღების გახსნასთან დაკავშირებით?
განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ბაღებში? - აღნიშნული კითხვით MomsEdu.ge ბაგა ბაღების მართვის სააგენტოს დაუკავშირდა.
როგორც სააგენტოში აღნიშნეს, ბაღები ემზადებიან 1-ლ ოქტომბერს გახსნისთვის, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო ორშაბათს მიიღებს:
,,მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, ბაღების გახსნა რისკებთან არის დაკავშირებული, რადგან ზოგიერთი ბაღი მეტადაა მომზადებული, ზოგიერთი კი ნაკლებად. ვმუშაობთ ახალი რეგულაციების დასაკმაყოფილებლად და ვემზადებით 1-ლ ოქტომბერს გახსნისთვის. თუმცა ველოდებით საკოორდინაციო საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელიც ორშაბათს გახდება ცნობილი,'' - აღნიშნეს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.