Baby Bag

განათლების სამინისტრო ​პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონულ რეგისტრაციასთან დაკავშირებით მშობლებს მოუწოდებს

განათლების სამინისტრო ​პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონულ რეგისტრაციასთან დაკავშირებით მშობლებს მოუწოდებს

პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 21 მაისს 09:00 საათიდან დაიწყება და 12 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაციის გავლა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე შესაბამის ბმულზე იქნება შესაძლებელი: registration.emis.ge

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში III ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2019 წლის 13 ივნიდისან 21 ივნისის ჩათვლით. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაციაავტომატურადგაუქმდება.

იხილეთ საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქცია: http://mes.gov.ge/s/DpHE2

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • სკოლას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს მოსწავლის ფოტოსურათის და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა.

რაც შეეხება რეგისტრაციის მეოთხე ეტაპს, რომელიც 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, ამ ეტაპზე სკოლის ბაზებში, გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილზე ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია ხორციელდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ სასურველ სკოლაში მშობლებმა უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:

  1. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი
  2. მშობლების პირადობის მოწმობის ასლები

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.

შეგახსენებთ, რომ 2019-2020 სასწავლო წლისათვის დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 16 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება. 2019 წლის 15 სექტემბერი კვირა, არასამუშაო დღეა, სწავლა კი 16 სექტემბერს იწყება.

შეიძლება დაინტერესდეთ

რა დოკუმენტები უნდა წარადგინოთ სკოლაში პირველკლასელის ჩასარიცხად - სია

რა დოკუმენტები უნდა წარადგინოთ სკოლაში პირველკლასელის ჩასარიცხად - სია

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება დაიწყო. იმ მოსწავლეთა მშობლებმა, რომელთაც 12 ივნისის ჩათვლით მოსწავლე ელექტრონულად დაარეგისტრირეს, 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით სკოლაში შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვის პირველ კლასში ჩასარიცხად სკოლაში უნდა წარადგინოთ შემდეგი საბუთები:

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის შესახებ;
  • კანონიერი წარმომადგენლების პირადობის მოწმობის ასლები;
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

სამინისტროს ცნობით, სკოლას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს მოსწავლის ფოტოსურათის და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა.

წაიკითხეთ სრულად