საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება დაიწყო. იმ მოსწავლეთა მშობლებმა, რომელთაც 12 ივნისის ჩათვლით მოსწავლე ელექტრონულად დაარეგისტრირეს, 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით სკოლაში შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვის პირველ კლასში ჩასარიცხად სკოლაში უნდა წარადგინოთ შემდეგი საბუთები:
- მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის შესახებ;
- კანონიერი წარმომადგენლების პირადობის მოწმობის ასლები;
- მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
სამინისტროს ცნობით, სკოლას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს მოსწავლის ფოტოსურათის და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა.