„მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019“-ის ქართველმა ფინალისტმა ლადო აფხაზავამ დუბაიში „განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე პრეზენტაცია გამართა.
მან პრეზენტაციაზე ისაუბრა სწავლების საკუთარ მეთოდებსა და იმ პროექტებზე, რომლებიც საკუთარ სკოლაში აქვს განხორციელებული.
ლადო აფხაზავამ დამსწრეებს იმ თამაშებში მიაღებინა მონაწილეობა, რომელსაც სასწავლო პროცესში იყენებს. აღნიშნულ თამაშში მთელი დარბაზი აქტიურად ჩაერთო.
შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაა. გამარჯვების შემთხვევაში მას პრიზად ერთი მილიონი ამერიკული დოლარი გადაეცემა.
,,კატეგორიულად არ შეიძლება ზაფხულში ბავშვებისთვის დავალებების მიცემა, ეს ანტიპედაგოგიკაა'' - ბავშვთა ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი
,,ზაფხული, ეს არის თავისუფლება, ეს არის ადგილისა და გარემოების გამოცვლის პერიოდი. ჩვენ ამას ,,ჰაერზე წაყვანას" ვეძახით. სინამდვილეში, ჰაერი კი არა, სივრცეა მთავარი ბავშვის განვითარებისთვის, რომელიც ქალაქის ტიპის დასახლებაში შეზღუდულია. სულ რომ ათოთახიანი ბინა გქონდეთ, ის მაინც ჩაკეტილი სისტემაა. შესაბამისად, ზაფხული, თავისუფლება, ღია მინდორი, სივრცე - ძალიან არის მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის.
კატეგორიულად არ შეიძლება ზაფხულში ბავშვებისთვის დავალებების მიცემა. ეს მართლა ანტიპედაგოგიკაა. მშობლებსაც უხარიათ, რომ ერთ-ორი საათი ამეცადინებენ ბავშვებს. უნდა ირბინონ ბავშვებმა - ეს განვითარებაა და მიეცით საშუალება, რომ განვითარდნენ,'' - აღნიშულის შესახებ ბავშვთა ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.