Baby Bag

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შეიქმნა

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შეიქმნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შექმნა.

პლატფორმა შექმნილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის, თუმცა მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს. რესურსი მოიცავს ძირითადი გრამატიკული საკითხების თეორიულ მასალას, სხვადასხვა ტიპის ინტერაქციულ სავარჯიშოებს, განმარტებით ვიდეოებსა და ჩეთბოტს.

მასწავლებლის სტატუსის მქონე მომხმარებელს სისტემა საშუალებას აძლევს, ელექტრონული ფოსტით მოიწვიოს მოსწავლეები და გააერთიანოს კლასებად.

საგანმანათლებლო რესურსი შეესაბამება ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის საბაზო საფეხურის ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ გრამატიკულ საკითხებს.

რესურსი იხილეთ ბმულზე - ქართული ენის გრამატიკა

შეიძლება დაინტერესდეთ

ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია

ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია. უწყების ცნობით, 2019 წლის გამოცდების შედეგების გამოქვეყნება, სავარაუდოდ, 1-ლი აგვისტოდან ზოგადი უნარების გამოცდის შედეგით დაიწყება. სხვა საგნების შედეგები ეტაპობრივად გამოქვეყნდება. 

2019 წლის გამოცდები 1-ლ ივლისს დაიწყო და 24 ივლისს დასრულდება. ბოლო გამოცდას მაგისტრობის მსურველები ჩააბარებენ. ხვალ, 23 ივლისს კი ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

წაიკითხეთ სრულად