Baby Bag

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მთავარი სიახლე

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მთავარი სიახლე
1 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 23 საგამოცდო ცენტრში ერთდროულად ზუსტად 09:00 საათზე დაიწყო.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირებულია 41 000-მდე აბიტურიენტი. წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

მნიშვნელოვანია, რომ ყოველ გამოცდაზე აბიტურიენტი დროულად გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით, რომელშიც მითითებულია თითოეული გამოცდის დრო და ადგილი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აპლიკანტები არ დაიშვებიან.

გამოცდები 2019 წელსაც ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ტარდება, რაც ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. გამოცდაში მონაწილე პირი დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე ნახულობს, პასუხებს კი პასუხების ფურცელზე ნიშნავს ან წერს. წელს მცირედი ცვლილება შევიდა 4 საგნის (ქართული ენა და ლიტერატურა, ლიტერატურა, გეოგრაფია და უცხოური ენები) საგამოცდო ტესტში.

მთავარი სიახლე:

აბიტურიენტი ინარჩუნებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადების შემთხვევაშიც.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად ჩატარდება საერთო სამაგისტრო გამოცდა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, ასევე წარიმართება მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების პროცესიც.

შეიძლება დაინტერესდეთ

​პედაგოგთა სერტიფიცირების პროგრამაზე რეგისტრაცია დასრულდება 25 თებერვალს 18:00 საათზე - ტრენინგები პრაქტიკოსი და მაძიებელი პედაგოგებისთვის!

​პედაგოგთა სერტიფიცირების პროგრამაზე რეგისტრაცია დასრულდება 25 თებერვალს 18:00 საათზე - ტრენინგები პრაქტიკოსი და მაძიებელი პედაგოგებისთვის!

ახლოვდება 2021 წლის პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები, რომელიც ორ ეტაპად წარიმართება. პრაქტიკოსი პედაგოგები გამოცდაზე გასვლას ივნისში შეძლებენ, მაძიებლები კი - ივლისში.

პედაგოგთა ტრენინგი მოიცავს გამოცდის ჩასაბარებლად საჭირო ყველა საკითხს. ინოვაციური სწავლების მეთოდი გაგიადვილებთ შესასწავლი მასალის აღქმა-გააზრებას!

პროგრამას გაუძღვება თსუ-ს სერტიფიცირებული ტრენერი, მეცნიერი - სოფიკო ბიბილაშვილი (​https://www.facebook.com/sopobibilashvili)

ტრენინგი აღიარებულია საერთაშორისო უმაღლეს სტანდარტად!

რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგ საგნებზე:

  • დაწყებითი კომბინირებული სრული კურსი (I-IV);
  • მათემატიკა (I-VI);
  • ბუნებისმეტყველება (I-VI);
  • ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI);
  • მათემატიკა (VII-XII).
ტრენინგები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ, თითო სემინარის ხანგრძლივობაა 2 საათი, ტრენინგები გაგრძელდება გამოცდებამდე.
ტრენინგის ღირებულებაა 90 ლარი (ერთი თვის).
ტრენინგი დაგეხმარება გახდე სერტიფიცირებული პედაგოგი. 
მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე:
რეგისტრაცია სრულდება 25 თებერვალს 18:00 საათზე

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე 592 477 277. 
R.

წაიკითხეთ სრულად