Baby Bag

ახალი პროექტი აბიტურიენტებისათვის

ახალი პროექტი აბიტურიენტებისათვის

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს.

18 აპრილიდან, ყოველ ხუთშაბათს, კვირაში ერთხელ ცენტრის Facebook-ის გვერდზე აბიტურიენტების დასმულ კითხვებს სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენლები უპასუხებენ.

13:00 საათიდან 16:00 საათამდე ყველა აბიტურიენტს საშუალება ექნება უშუალოდ საგნობრივი ჯგუფის წევრისგან მიიღოს მისთვის საინტერესო კითხვაზე პასუხი.

აქვე შეგახსენებთ, რომ ცვლილება წელს ოთხ გამოცდას (ქართული ენა და ლიტერატურა, ლიტერატურა, გეოგრაფია, უცხოური ენა) შეეხო.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

შეიძლება დაინტერესდეთ

ტრენინგები მასწავლებლებისთვის - იხილეთ დეტალები

ტრენინგები მასწავლებლებისთვის - იხილეთ დეტალები

UG-PriEd დაინტერესებულ პირებს განახლებულ ტრენინგებს გთავაზობთ. 

წიგნიერების მიმართულება

სარეგისტრაციო ფორმა - ​რეგისტრაცია. 

ტრენინგების საკითხები და ღირებულება - იხილეთ ​​დეტალები.

ტრენინგების გავლა შეუძლია ქართულის მასწავლებლებს, განათლების სპეციალისტებს, სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და სწავლების ინოვაციური მეთოდებით დაინტერესებულ ყველა მსურველს.

წაიკითხეთ სრულად