ცნობილი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მოუწოდებს, მაქსიმალურად მიაჩვიონ ბავშვი ცოცხალი ხილის მიღებას. როგორც იგი MomsEdu.ge-სთან საუბრისას აღნიშავს, მნიშვნელოვანია, შვილებს პატარაობიდანვე ვასწავლოთ სწორი კვება:
„მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვს როგორღაც მივაწოდოთ ცოცხალი ხილი, უხეში უჯრედისი, რაც მისი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი. თუ ხილის წვენს სვამს ბავშვი (უშაქროს) კი ბატონო, მაგრამ უშაქრო კომპოტს და უშაქრო ხილის წვენს ბავშვი ვერ დალევს. მე მინდა, რომ შაქრის მინიმალიზაცია მოხდეს, რადგან შაქარი არ არის სასარგებლო ბავშვის ორგანიზმისთვის, მეტიც, მავნეა. აქედან გამომდინარე, შევაჩვიოთ ბავშვი ნორმალურ კვებას, სანამ ჩვენ შეგვიძლია ვარეგულიროთ მისი კვება. თორემ, როცა გაიზრდება, უკვე აღარაფერი გვეკითხება. ამ დროისთვის მისი ორგანიზმი უკვე დაბინძურებულია. ამიტომ ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ბაზისი იყოს რაც შეიძლება სუფთა“, - აღნიშნავს ინგა მამუჩიშვილი.
მისივე თქმით, კომპოტი უნდა მომზადდეს ცოცხალი ხილისგან ან ჩირებისგან და იყოს ბუნებრივად ტკბილი:
„კომპოტის მომზადების შემთხვევაშიც, 30 წუთის განმავლობაში გამდინარე წყალში უნდა გვქონდეს ხილი მოთავსებული. კომპოტი უნდა მომზადდეს შეთავსებადი ხილისგან და არა ყველანარი ხილით, რადგან ვიტამინებსაც შეუძლიათ, დაეჯახონ ერთმანეთს და ერთმა ვიტამინმა მეორე გაანეიტრალოს. ვიმეორებ, უმჯობესია, ბავშვი ცოცხალ ხილს მივაჩვიოთ. როდესაც მაცივარში დევს ხილი, ვიტამინების 30% იკარგება და ხარშვის დროს, მით უმეტეს. ნებისმიერი გზა უნდა ვცადოთ, რომ ბავშვს ხილი ცოცხალი სახით მივაწოდოთ. დავდოთ ხილი მაგიდაზე სხვადასხვა ფორმით, დავჭრათ და გავაფორმოთ ლამაზად, არ დავაძალოთ და თავად „მიეპაროს,“ - ამბობს ინგა მამუჩიშვილი.
„ძირითადი მიზეზი არის ხოლმე...“ - რა იწვევს ხელებისა და ფეხების დაბუჟებას?
ხელებისა და ფეხების დაბუჟების მიზეზებზე ნეიროქირურგმა გიორგი მაღალაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
„ბევრი დაავადება შეიძლება გახდეს მიზეზი, რომ ადამიანს ჰქონდეს ან უსიამოვნო შეგრძნება ან შეგრძნების დაქვეითება ან დაბუჟება კიდურებსა თუ სხეულის სხვადასხვა ნაწილში, ძირითადი მიზეზი არის ხოლმე ზურგის ტვინის და ხერხემლის არხის სხვადასხვა დაავადება. ყველაზე გავრცელებული რაც შეიძლება იყოს, ეს არის დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია ხერხემლის ძვლოვანი სისტემის პათოლოგიასთან. ეს შეიძლება იყოს ტრავმული, მიკროტრამვული, ინფექციური, ასაკობრივი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა - ეს ყველაფერი იწვევს სახსრის ელასტიურობის დარღვევას, ელასტიურობადარღვეული სახსარი შეიძლება იყოს ზედმეტად მოძრავი, რაც ტკივილს იწვევს.
გარდა ამისა, შეიძლება იყოს სხვა პროცესები, მაგალითად, სისხლძარღვოვანი, სიმსივნური წარმონაქმნი, დისკების გამოვარდნა და ზეწოლა ზურგის ტვინზე, განსაკუთრებით სიმპტომატიკა არის კისრის დონეზე. ეს არის ყველაზე მაღალი ზურგის ტვინის დონე, საიდანაც იმართება როგორც ზედა, ისე ქვედა კიდურები. შესაბამისად, როდესაც ეს ყველაფერი ხდება წელს ქვემოთ, მაშინ მხოლოდ ქვედა კიდურებზე იქნება მათი ზემოქმედება.
ზურგის ტვინის ექსტრამედულური სიმსივნეების დროს დაბუჟება იწყება ფეხის თითებიდან და ნელ-ნელა ამოდის ზემოთ და როცა მიაღწევს იმ დონეს, სადაც იყო ზეწოლა ზურგის ტვინზე, მერე ჩერდება რაღაც დონეზე. შეიძლება ფეხებში იყოს დაბუჟება და პროცესი იყოს კისერში. ამ დროს ავადმყოფი უნდა გაისინჯოს, ნახოს სპეციალისტმა,“ - აღნიშნა გიორგი მაღალაშვილმა.