Baby Bag

„დღესასწაულების შემდეგ განტვირთვის დღეებისკენ არავითარ შემთხვევაში არ მოვუწოდებ, ეს არის ორგანიზმის დასჯა,“ - ენდოკრინოლოგ-ნუტრიციუოლოგი ნაია ლატარია

„დღესასწაულების შემდეგ განტვირთვის დღეებისკენ არავითარ შემთხვევაში არ მოვუწოდებ, ეს არის ორგანიზმის დასჯა,“ - ენდოკრინოლოგ-ნუტრიციუოლოგი ნაია ლატარია

ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგმა ნაია ლატარიამ დღესასწაულების შემდეგ დეტოქსის მიზანშეუწონლობის შესახებ ისაუბრა:

„დღესასწაულების შემდეგ დეტოქსისკენ არავითარ შემთხვევაში არ მოვუწოდებ. პირველ რიგში, ეს არის ორგანიზმის თავის დასჯა, რაც არავითარ შემთხვევაში არ არის გამართლებული. ეს არ უნდა გავაკეთოთ. ჩვენ შეგვიძლია მოვაწყოთ განტვირთვის დღეები, მაგრამ ეს არ უნდა იყოს დღესასწაულების შემდგომ, იმიტომ, რომ ეს ორგანიზმის მიერ აღიქმება, როგორც დასჯა. 2-3 დღე, თუნდაც ერთი კვირა, ჩვენ ორგანიზმს ვაძლევთ ძალიან ბევრს და მერე ერთბაშად ყველაფერს ვუწყვეტთ. ეს არ არის სასურველი.

ძალიან მნიშვნელოვანია კვებაში ძალიან ბევრი ცოცხალი ბოსტნეული ჩავრთოთ ყველა კვებაზე: დილით ომლეტთან ერთად ბოსტნეული, შუადღეს სალათის სახით, საღამოს ბოსტნეულის რაგუს სახით. ძალიან მოდაშია: იკვებე ცისარტყელა. რაც უფრო ფერადი და ხასხასა იქნება თეფში, მით უკეთესი. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ორგანიზმი ბოჭკოთი დაიტვირთოს, ნაწლავების მუშაობაზე ახდენს დადებით გავლენას და დაგვეხმარება იმ სტრესული პერიოდის გამოვლაში, რაც დღესასწაულების პერიოდში გვქონდა,“ - მოცემულ საკითხზე ნაია ლატარიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“

შეიძლება დაინტერესდეთ

კარტოფილის, სტაფილოსა და მაწვნის შესახებ ეს ფაქტი ყველა დედამ უნდა იცოდეს

რომელი საკვები პროდუქტებით დავიცვათ თავი, ვირუსული ინფექციებისგან? - აღნიშნულ თემაზე ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია საუბრობს. 

მისი თქმით, საკვებს შეუძლია გაზარდოს ან დააქვეითოს ჩვენი სხეულის ტემპერატურა. კონკრეტულად რომელი საკვები გვეხმარება ვირუსებთან ბრძოლისას, მოისმინეთ ექიმის რჩევები. 

არ დაგავიწყდეთ !!!

MomsEdu​.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

წაიკითხეთ სრულად