Baby Bag

„ომიკრონს, შესაძლოა, ჰქონდეს უფრო მეტად გამოხატული სიმპტომატიკა, ხველა, ყელის ტკივილი...“ - ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა

„ომიკრონს, შესაძლოა, ჰქონდეს უფრო მეტად გამოხატული სიმპტომატიკა, ხველა, ყელის ტკივილი...“ - ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა

ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ ომიკრონის დამახასიათებელ ნიშნებზე ისაუბრა:

„ომიკრონზე ძალიან ბევრი კვლევა ჩატარდა. ხელახალი დაინფიცირების რისკები ამ შტამის დროს მაღალია. ის სწრაფად ვრცელდება. არის პოზიტიური ინფორმაციაც ომიკრონის შესახებ, რომ ის ნაკლებად აზიანებს ფილტვებს. მისი ფილტვებში გავრცელების სიჩქარე არის ათჯერ ნაკლები, ვიდრე დელტა შტამის და სხვა შტამების. ის ძირითადად ბრონქებსა და ზედა სასუნთქ გზებში ვრცელდება.“

„ომიკრონს, შესაძლოა, ჰქონდეს უფრო მეტად გამოხატული სიმპტომატიკა, ხველა, ყელის ტკივილი, მაგრამ არ განვითარდეს მძიმე ფილტვების ანთება, რაც კორონავირუსის მძიმე გართულებაა. აქედან არის ინფორმაცია, რომ ომიკრონმა, შესაძლოა, ხელი შეუწყოს პანდემიის დასასრულს,“ - აღნიშნულ საკითხე ალექსანდრე გოგინავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“

შეიძლება დაინტერესდეთ

რა არ უნდა გავაკეთოთ სავსემთვარეობას (12 დეკემბერს)? - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება

რა არ უნდა გავაკეთოთ სავსემთვარეობას (12 დეკემბერს)? - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს გვაცნობს და აღნიშნავს, რომ ამ კვირაში, 12 დეკემბერს სავსემთვარეობაა. 

რას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება და როგორი კვირა (9-15 დეკემბერი) ელოდებათ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს - აღნიშნულზე მიხეილ ცაგარელი საუბრობს

წაიკითხეთ სრულად