- ხშირად სწორედ ბავშვებს და მოხუცებს ასეთი ძლიერი ხმაური ძალიან აშინებთ და აწუხებთ.
- აშშ-ში ჩატარდა კვლევა, რომლითაც გამოვლინდა ადამიანის ფილტვის ქსოვილზე პიროტექნიკის მავნე ზემოქმედება. ასევე შეისწავლიდნენ თაგვებში სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილზე გავლენას, რითაც დადგინდა მნიშვნელოვანი დამაზიანებელი ზემოქმედება.
- აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს ცნობით, დამოუკიდებლობის დღეს და ახალ წელს ტოქსიური მეტალების შემცველობა ყველაზე მაღალია წლის სხვა დღეებთან შედარებით. თუ გავითვალისწინებთ, რომ აშშ-ში პიროტექნიკის გამოყენების მასშტაბი ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში, სადაც არავითარი კონტროლი გამოყენებაზე და პიროტექნიკის ხარისხზე არ არსებობს, გასაგები გახდება, რომ ჩვენთან ეს პრობლემა ბევრად უფრო სერიოზულია.
- გასათვალისწინებელია ზოგადად კლიმატის ცვლილებაზე პიროტექნიკის გავლენაც, თუმცა აქ ამ გლობალურ საკითხებზე ადამიანები ნაკლებად ღელავენ ხოლმე.
- ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია მყისიერი დაზიანებების და დამწვრობის რისკებიც.
- აქვე უნდა ითქვას პიროტექნიკის გამანადგურებელ როლზე ფრინველებისთვის და ცხოველებისთვის. ახალი წლის დღეებში განსაკუთრებით იტანჯებიან მიუსაფარი ცხოველები (და არა მხოლოდ. ვისაც შინაური ცხოველები გვყავს, ვხედავთ, რა მძიმე დღეში არიან ახალი წლის ღამეს)“, - წერს მაია ბუწაშვილი.