Baby Bag

„ბავშვი კოვიდის გადატანის შემდეგ არ საჭიროებს არანაირ კვლევებს, თუ ის არ იწვა კლიკინაში,“- პედიატრი თემურ მიქელაძე

„ბავშვი კოვიდის გადატანის შემდეგ არ საჭიროებს არანაირ კვლევებს, თუ ის არ იწვა კლიკინაში,“- პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ კოვიდ-19-ის გადატანის შემდეგ ბავშვებში კვლევების ჩატარების პრაქტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი კვლევები უმეტესად საჭირო არ არის:

„განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა აღვნიშნო კვლევები, რომელიც აბსოლუტურად ინვაზიურია ბავშვისთვის, ზედმეტი ტრავმის მომცემია. ბავშვი კოვიდის გადატანის შემდეგ არ საჭიროებს არანაირ კვლევებს, თუ ის არ იწვა კლიკინაში. მე 6000-ზე მეტი პაციენტი გავატარე და 57 ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა მქონდა. ეს ძალიან დაბალი რიცხვია.“

თემურ მიქელაძის თქმით, კლინიკაში მოხვედრილი ბავშვების დიდი ნაწილის ჰოსპიტალიზაცია მშობლების პანიკის გამო გახდა საჭირო:

„ამ 57 შემთხვევაშიც იყო წლამდე ასაკი, მაღალი ცხელება. უფრო მეტი იყო, როდესაც მშობელი იყო პანიკაში და თვითონ უნდოდა ბავშვის კლინიკაში გადაყვანა. ა​ხლა მეტ-ნაკლებად ცდილობენ, რომ პაციენტები ბინაზე იმართონ. უფრო მეტია ბავშვებში გავრცელება. თუ მაშინ გვქონდა 10 %, ახლა 20%-ს გადასცდა და 25-30%-ზეც კი ადის ზოგიერთ დღეებში. ყველა ჰოსპიტალიზებული რომ იყოს, როგორც ადრე ხდებოდა, არცერთი პედიატრიული კლინიკა ამას არ ეყოფოდა.“

„ბავშვებს პოსტკოვიდი პრაქტიკულად არ აქვთ. მათ ვირუსი საბდნიეროდ გადააქვთ მსუბუქად,“ - აღნიშნულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

„მშობლებს ვურჩევ, რომ ხშირად არ იხმარონ ცხვირის გამხსნელი საშუალებები, რამეთუ ცხვირის გაჭე...
​პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში ცხვირის გაჭედვითა და ცხვირიდან გამონადენით მიმდინარე ვირუსული ინფექციების შესახებ ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:„ბავშვებში ცხვირიდან როგორც წინა, ის...

შეიძლება დაინტერესდეთ

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მოიკლო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მოიკლო

საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდ-19 3 965 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 627 ადამიანი, 43 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 48 513 ტესტი გაკეთდა.

საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,17 %-ს შეადგენს.

29 ოქტომბრის მონაცემებით ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლემა მცირედ მოიკლო. შეგახსენებთ, რომ 28 ოქტომბერს საქართველოში კოვიდ-19-ით ინფიცირების 4 009 შემთხვევა გამოვლინდა.

Stopcov.ge -ზე გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში 4023 აცრა გაკეთდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი 711 255 ადამიანს დაუდასტურდა.

წაიკითხეთ სრულად