Baby Bag

„მშობლებს ვურჩევ, რომ ხშირად არ იხმარონ ცხვირის გამხსნელი საშუალებები, რამეთუ ცხვირის გაჭედვა ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

„მშობლებს ვურჩევ, რომ ხშირად არ იხმარონ ცხვირის გამხსნელი საშუალებები, რამეთუ ცხვირის გაჭედვა ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში ცხვირის გაჭედვითა და ცხვირიდან გამონადენით მიმდინარე ვირუსული ინფექციების შესახებ ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:

„ბავშვებში ცხვირიდან როგორც წინა, ისე უკანა გადანადენის სინდრომები ხშირია. ამის ერთ-ერთი ხშირი გამომწვევი გარდა რინოვირუსისა, შეიძლება იყოს სტრეპტოკოკი. იმ შემთხვევაში,​ როდესაც ცხვირიდან გამონადენი 15 დღეზე მეტხანს გრძელდება, მოწოდებულია 14-დან 28 დღემდე ანტიბიოტიკოთერაპია ამოქსაცილინის ჯგუფის პრეპარატებით, მიუხედავად ცხელების არსებობისა.“

„ვურჩევ, რომ ხშირად არ იხმარონ ცხვირის გამხსნელი საშუალებები. ცხვირის გაჭედვა არის ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია და თუ ბავშვი იტანს ამას, საერთოდ სჯობს, რომ არც იხმარონ, რამეთუ ესეც ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა, რომ რესპირაციული პათოგენი ლორწოვანის შეშუპებით და ცხვირიდან გამონადენით იქნას მოშორებული,“ - აღნიშნა თემურ მიქელაძემ.

წყარო: ​კლინიკა კურაციო

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

„გაციება არ არსებობს მძიმე მიმდინარეობის, არ არის მაღალი ტემპერატურა, არ არის ძლიერი თავის...
​პედიატრმა ივანე ჩხაიძემ რინოვირუსის შესახებ ისაუბრა, რომელიც ამ სეზონზე აქტიურად ცირკულირებს. მისი თქმით, აღნიშნული ვირუსი გაციების ყველაზე ხშირი გამომწვევია:„კორონავირუსი ზუსტად ორჯერ უფრო მეტად არი...

შეიძლება დაინტერესდეთ

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად