გრიპი, გაციება თუ კოვიდი? როგორ განვასხვავოთ და როგორ ვუმკურნალოთ? - აღნიშნულ თემაზე ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.
მისი თქმით, ტესტის გაკეთებას აზრი აქვს ინფიცირებულთან კონტაქტიდან 3-5 დღეში. რაც შეეხება გაციებისა და კოვიდის განსხვავებას, მათი გარჩევა დროის მიხედვით შეიძლება:
,,ტესტის გარეშე ამ ორის ერთმანეთისგან განსხვავება საკმაოდ რთულია, მაგრამ არსებობს ერთი ნიშანი და ეს არის დრო. თუ ეს არის გაიციება, გაციებულ ადამიანთან კონტაქტიდან 1 ან 2 დღეში უკვე დაეწყება ადამიანს ნიშნები, იშვიათად რომ 3-4 დღეში გამოვლინდეს, ხოლო კოვიდის დროს თუ ინფიცირებულთან კონტაქტიდან საშუალოდ 5 დღეა გასული და ნიშნები გამოვლინდა, მაშინ ეს დიდი ალბათობით კოვიდია,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.
რაც შეეხება მკურნალობას (კოვიდის და გაციების დროს), სიცხის სამართავად მხოლოდამხოლოდ ორი მედიკამენტია გამართლებული - იბუპროფენი და პარაცეტამოლი. ორივე მედიკამენეტი მიიღება დღეში 3-4 ჯერ და დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 4-6 საათი.
თუ დარწუმებული ხართ, რომ გრიპი გაქვთ და მძიმე ფორმით გივლინდებათ, პირველ 48 საათში უნდა მიიღოთ ანტივირუსული მედიკამენტი, მერე მათ მიღებას აზრი არა აქვს, რადგან ეფექტურობა ძალიან დაბალია:
,,ძალიან ბევრი გაციებისა და კოვიდის დროს სვამს ლიმონიან ჩაის. მე გირჩევთ, რომ ჩაი ცალკე დალიოთ და ლიმონი წყალში ჩააგდოთ, რადგან C ვიტამინი ცხელ წყალში (სითბომგრძნობიარე ვიტამინია) იშლება. ლიმონიან წყალში შეგიძლიათ, თაფლიც ჩაამატოთ, ეს ხველისთვისაც კარგია.''
კოვიდის შემთხვევაში 10 დღის მერე იზოლაცია აღარ არის საჭირო.
,,შეჯამების სახით რომ ვთქვათ, კოვიდი და გაციება იმართება ერთნაირად - საჭიროა სიცხის დამწევი, სასურველია პაციენტმა მიიღოს ბევრი სითხე, იყოს აქტიური. საპანიკო არაფერია, გაციება მარტივად იმართება, ასევეა კოვიდი თუ განწყობა კარგი გაქვთ და მხნედ ხართ. ყელის ტკივილის დროს გამოიყენეთ პარაცეტამოლი, ასევე შესაძლოა გამოიყენოთ საწუწნი აბები,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.
„არის ხუთი მოძველებული ნივთი, რომელიც ყველა ოჯახში დევს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამის მოსმენის შემდეგ ამ ნივთებს აუცილებლად გაიტანთ სახლიდან. პირველი ნივთი არის კბილის ჯაგრისი. როდესაც გავა სამი თვე ან გვაქვს რაიმე ინფექციური დაავადება გადატანილი, ჯაგრისზე, რომელსაც ვხმარობთ, აუცილებლად დაგროვდება ცუდი ბაქტერიები. ეს ცუდი ბაქტერიები თავისთავად იწვევენ მეორად ინფექციის განვითარებას არამხოლოდ პირის ღრუში, არამედ მთელს ორგანიზმში. კოვიდს როდესაც მოვიხდით, აუცილებლად უნდა გადავაგდოთ კბილის ჯაგრისი.“
ლევან რატიანის თქმით, ვადაგასული სანელებლები აუცილებლად უნდა გადავყაროთ:
„სახლში ყველას აქვს სანელებლები. ამ სანელებლებს თავისი ბიოლოგიური აქტიურობა გააჩნია გარკვეული პერიოდი, მაგრამ როგორც კი ვადა გასდის, ტოქსიურად მოქმედებენ ჩვენს ორგანიზმზე. თუ მშრალი სანელებლები გვიდევს ნესტიან ადგილზე, ის თავის ბიოლოგიურ თვისებას იცვლის და შეიძლება ჭიებისა და მატლების საბუდარიც კი გახდეს.“
ექიმებმა ასევე ისაუბრეს საოჯახო აფთიაქის დათვალიერების აუცილებლობაზე, რადგან ვადაგასული წამლის სახლში შენახვის საჭიროება არ არსებობს. ლევან რატიანის თქმით, სახლში ძველი აბაზანის ღრუბელიც არ უნდა გვქონდეს: