გრიპი, გაციება თუ კოვიდი? როგორ განვასხვავოთ და როგორ ვუმკურნალოთ? - აღნიშნულ თემაზე ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.
მისი თქმით, ტესტის გაკეთებას აზრი აქვს ინფიცირებულთან კონტაქტიდან 3-5 დღეში. რაც შეეხება გაციებისა და კოვიდის განსხვავებას, მათი გარჩევა დროის მიხედვით შეიძლება:
,,ტესტის გარეშე ამ ორის ერთმანეთისგან განსხვავება საკმაოდ რთულია, მაგრამ არსებობს ერთი ნიშანი და ეს არის დრო. თუ ეს არის გაიციება, გაციებულ ადამიანთან კონტაქტიდან 1 ან 2 დღეში უკვე დაეწყება ადამიანს ნიშნები, იშვიათად რომ 3-4 დღეში გამოვლინდეს, ხოლო კოვიდის დროს თუ ინფიცირებულთან კონტაქტიდან საშუალოდ 5 დღეა გასული და ნიშნები გამოვლინდა, მაშინ ეს დიდი ალბათობით კოვიდია,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.
რაც შეეხება მკურნალობას (კოვიდის და გაციების დროს), სიცხის სამართავად მხოლოდამხოლოდ ორი მედიკამენტია გამართლებული - იბუპროფენი და პარაცეტამოლი. ორივე მედიკამენეტი მიიღება დღეში 3-4 ჯერ და დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 4-6 საათი.
თუ დარწუმებული ხართ, რომ გრიპი გაქვთ და მძიმე ფორმით გივლინდებათ, პირველ 48 საათში უნდა მიიღოთ ანტივირუსული მედიკამენტი, მერე მათ მიღებას აზრი არა აქვს, რადგან ეფექტურობა ძალიან დაბალია:
,,ძალიან ბევრი გაციებისა და კოვიდის დროს სვამს ლიმონიან ჩაის. მე გირჩევთ, რომ ჩაი ცალკე დალიოთ და ლიმონი წყალში ჩააგდოთ, რადგან C ვიტამინი ცხელ წყალში (სითბომგრძნობიარე ვიტამინია) იშლება. ლიმონიან წყალში შეგიძლიათ, თაფლიც ჩაამატოთ, ეს ხველისთვისაც კარგია.''
კოვიდის შემთხვევაში 10 დღის მერე იზოლაცია აღარ არის საჭირო.
,,შეჯამების სახით რომ ვთქვათ, კოვიდი და გაციება იმართება ერთნაირად - საჭიროა სიცხის დამწევი, სასურველია პაციენტმა მიიღოს ბევრი სითხე, იყოს აქტიური. საპანიკო არაფერია, გაციება მარტივად იმართება, ასევეა კოვიდი თუ განწყობა კარგი გაქვთ და მხნედ ხართ. ყელის ტკივილის დროს გამოიყენეთ პარაცეტამოლი, ასევე შესაძლოა გამოიყენოთ საწუწნი აბები,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.
„ემოცია, რომელსაც მთელი 1 წელი ველოდით“ - სამი შვილის დედამ სიმსივნე დაამარცხა
სამი შვილის დედა თამთა ჭელიძე, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა, მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც მის გამოჯანმრთელებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.
გთავაზობთ თამთას მიერ სოციალურ გამოქვეყნებულ ვიდეოსა და პოსტს:
„ემოცია, რომელსაც მთელი 1 წელი ველოდით 🙏
ჩემო მეგობრებო და ახლობლებო მინდა ყველას დიდი მადლობა გითხრათ გვერდში დგომისა და გამხნევებისთვის. მე მძიმე ერთი წლის მერე შევძელი და გავიმარჯვე ამ ბოროტ დაავადებასთან და მადლობა ყველას ვინც მიიღო მონაწილეობა და შემაძლებინა ეს ყველაფერი❣️ დავასრულეთ კვლევები.
ყელის მიდამო სუფთაა, მუცლის არეში არის კერები, რომლებიც საჭიროებს მუდმივ დაკვირვებას, თუმცა ეს არაა ამ ეტაპზე საშიში ❣️
ამჟამად ვარ სტაბილურად ჯანმრთელი. ეს ბოლო სიტყვა ვერ დავიჯერე, როცა ექიმი ხელს მართმევდა გავამეორებინე 🙏
მადლობა ღმერთს საქართველოში გამარჯვებულებს გვაბრუნებს🙏❣️
ამ ძალიან ძლიერი ადამინის Ilia Khubulava გარეშე მე ვერაფერს გავაკეთებდი ❤️ მადლობა იმისთვის რომ მთელი ერთი წელი გამიძლო ( ისედაც მთელი ცხოვრებაა მიძლებს 😘) გვერდში მედგა , არც ერთი წამით არ დაღლილა ჩემს დასანახად და არც ერთი წამით არ მაცდიდა დანებებას ❤️ ზუსტად იცოდა რა როდის უნდა ეთქვა და გაეკეთებინა❣️ მარტო მან და ჩემმა ოჯახმა იცის რა გადავიტანე ამ ბრძოლაში და მათი გვერდში დგომით მქონდა ძალა გამეღიმა და მეცხოვრა ჩვეული რიტმით ❤️
მადლობა ჩემს ოჯახის წევრებს, რომლებმაც გმირულად გაუძლეს ამ რთულ დღეებს❣️
არ მჯერა რომ ჩემს სამ შვილს ჩავეხუტები და ვეტყვი რომ ყველაფერი დამთავრდა, რომ დედა ასე დიდი ხნით არასდროს წავა. მათე ხუბულავა მაფიცებდა მართლა ასეა თუ მე მიმალავო ❤️
ყველას მინდა მადლობა გითხრათ ვინც ჩემს გვერდით იყავით❣️
ეს კი სავადმყოფოდან გამოსვლის კადრებია აქ ხალხი გაოგნებული გვიყურებდა მე ვტიროდი და ილო იცინოდა. სიცილ-ტირილა გვჭირდა❤️ მადლობა ყველას ❤️“