Baby Bag

„ახალ ქვეშტამთან მიმართებაში პანიკის საფუძველი არ არსებობს,“ - ალექსანდრე გოგინავა

„ახალ ქვეშტამთან მიმართებაში პანიკის საფუძველი არ არსებობს,“ - ალექსანდრე გოგინავა

ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ კორონავირუსის ახალი ქვეშტამის გავრცელებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის რუსეთსა და დიდ ბრიტანეთშია გავრცელებული:

„კორონავირუსსაც ახასიათებს მუტაცია. ​დელტა ვარიანტის ახალი ქვეშტამი მუტაციის შედეგად წარმოიქმნა. ის არის შესწავლის ქვეშ, მეცნიერები მას აკვირდებიან. ახალი ქვეშტამი გავრცელებულია დიდ ბრიტანეთსა და რუსეთში. მან ყურადღება იმით მიიქცია, რომ ამ ქვეშტამით გამოწვეული ინფიცირების ზრდა მოხდა.“

ალექსანდრე გოგინავას თქმით, ახალ ქვეშტამზე დაკვირვება და მისი შესწავლა მიმდინარეობს:

„ამ ქვეშტამის მიმდინარეობის სირთულესთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნების გაკეთება რთულია. ჩემი აზრით, ახალ ქვეშტამს სხვა შტამებისგან დიდი სხვაობა არ ექნება. ჯერ მაინც დავაკვირდეთ და ვნახოთ. რაც მთავარია, პირველადი მონაცემებით ამ ქვეშტამზეც ძალიან ეფექტიანია ვაქცინა.“

„დელტა შტამს აღმოაჩნდა უნარი, რომ უფრო ადვილად გავრცელებულიყო ბავშვებში. ჯერ არ არის ახალი ინფორმაცია როგორ მიმდინარეობს ბავშვებში ახალი ქვეშტამი. მეცნიერები ამბობენ, რომ ​ახალი ქვეშტამის გავრცელებაც და მიმდინარეობაც ბავშვებში არის იგივე, რაც დელტა შტამის დროს იყო. პანიკის საფუძველი ახალ ქვეშტამთან მიმართებაში არ არსებობს,“ - აღნიშნულ საკითხზე ალექსანდრე გოგინავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ყველაფერი ჯანმრთელობაზე

„წელს ზამთარი გვექნება უფრო მსუბუქი, ვიდრე გვქონდა შარშან,“ - ალექსანდრე გოგინავას დამაიმე...
​ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ იმედი გამოთქვა, რომ წელს ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უფრო მსუბუქი ზამთარი გველის, ვიდრე შარშან გვქონდა:„​ჩემი აზრით, ზამთარი გვექნება უფრო მსუბუქი, ვიდრე გვქონდა...

შეიძლება დაინტერესდეთ

სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მცირეწლოვანი ბავშვი თელავში, ბავშვთა კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა, ამიტომ ექიმებმა ვირუსზე ტესტი ჩაუტარეს.

ამ დროისთვის სოფელში ეპიდემიოლიგები მუშაობენ. 11 ადამიანს ბიოლოგიური ნიმუში უკვე გაგზავნეს ლუგარის ლაბორატორიაში. პასუხები ცნობილი ხვალ დილით გახდება. მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება. რაც შეეხება წყაროს, მისი დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.


წაიკითხეთ სრულად